ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესებიComCom-მა წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის პირველი ანგარიში გამოაქვეყნა

ComCom-მა წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის პირველი ანგარიში გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 4 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში სულ 51 მაუწყებლის რაოდენობრივი მონიტორინგი განხორციელდა. მედიამონიტორინგის პროცესში კომუნიკაციების კომისიის დაკვირვების საგანს წარმოადგენდა: წინასაარჩევნო რეკლამა; წინასაარჩევნო დებატები; ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები; წინასაარჩევნო აგიტაცია; საზოგადოებრივი აზრის კვლევები და გამოკითხვები.

აღნიშნული მონიტორინგი მოიცავს სუბიექტისთვის დათმობილ დროს, პირდაპირ და ირიბ გაშუქებას და გენდერს. პირდაპირ დათმობილი დროის ფარგლებში შეფასებულია შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტი/კანდიდატი უშუალოდ საუბრობს/მონაწილეობს გადაცემაში. ირიბად დათმობილი დროის ფარგლებში, გაანალიზებულია მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტზე/კანდიდატზე, მათ მხარდამჭერებზე საუბრისთვის დახარჯული დრო. მონიტორინგის შედეგებში ინფორმაცია ასევე ჩაშლილია გენდერულ ჭრილშიც, კერძოდ, ცალკეულ მაუწყებლებზე საინფორმაციო გამოშვებების ფარგლებში ქალი და კაცი პოლიტიკოსებისათვის დათმობილი ჯამური დრო.

გარდა ამისა, ანგარიში მოიცავს 7 სამაუწყებლო არხის, კერძოდ: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“; „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“; „რუსთავი 2“-ის; „ტელეიმედის“; „პოსტვ“-ის; „ტელეკომპანია პირველის“ და „ფორმულას“ გაშუქების ტონის მონიტორინგს. გაშუქების ტონი შეფასებულია სამი კატეგორიის შესაბამისად: პოზიტიური, ნეიტრალური, ნეგატიური. აღნიშნულ 7 არხზე მონიტორინგი მიმდინარეობდა საუკეთესო დროს, 19:00-24:00 საათამდე პერიოდში.

2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მედია მონიტორინგს, კომისიის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, კონკურსის წესით სპეციალურად შერჩეული, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადამზადებული პირები ახორციელებდნენ.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

2025 წელს მედიაწიგნიერების საგანს საქართველოს 300-მდე სკოლა ასწავლის

2025 წელს, იმ სკოლების რიცხვი, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე არჩევით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“13 წელი თქვენ გამოგიცხადეთ ნდობა! თქვენი სახელით კი ისეთები ხდება, მტრისას!!!” – ნუკა არველაძე...

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა...

“ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი წევრი და ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე...

“ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს...

საქართველოს მე-3 პრეზიდებტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“სამუდამუდ დამარხული იქნება ყველა გვარი, ვინც პარლამენტში შევა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული...