ხუთშაბათი, ოქტომბერი 9, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თურმე "იმედს" გაუვრცელებია პროპაგანდისტული ტყუილი, თითქოს სადმე ვთქვი...

“თურმე “იმედს” გაუვრცელებია პროპაგანდისტული ტყუილი, თითქოს სადმე ვთქვი და ვახსენე გიორგი ვაშაძე” – პაატა მანჯგალაძე

ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ “მე ვფიქრობ გიორგი ვაშაძემ წერილი მე შემომითვალა” – ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით დაკავებული პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ აქციაზე გიორგი ვაშაძის მოწოდების შედეგად მივიდა“. აღნიშნულს კონკრეტული განმარტებებით გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, პაატა მანჯგალაძე:

ახლა ადვოკატი მიყვებოდა, თურმე „იმედს“ გაუვრცელებია პროპაგანდისტული ტყუილი, თითქოს სადმე ვთქვი და ვახსენე გიორგი ვაშაძე.

არანაირი კომუნიკაცია „იმედთან“ და სხვა მედიასთან არ მქონია, 4 დღეა ტყვე ვარ.

4 ოქტომბრის აქციაზე, მის შინაარსსა და გეგმაზე, არათუ გიორგი ვაშაძესთან, არამედ პაატა ბურჭულაძესთანაც კი არ მქონია საუბარი. ეს ძალიან კარგად იცის პროპაგანდამაც და გამოძიებამაც.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხისმგებლობა არ მეკუთვნის, არ ვაპირებ დავემალო და მითუმეტეს არ ვაპირებ სხვას გადავაბრალო.

ვიყოთ მხნედ! ნებისმიერი ბოროტება სრულდება!

ჩვენი ე.წ. სისუსტე მხოლოდ ის არის, რომ ბოროტება უფრო დაუნდობელი და ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, საბოლოო სიტყვას ამბობს არა რობოკოპი, არამედ უიარაღო სიმართლე.

მალე გავიმარჯვებთ!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნინო ჯანგირაშვილი: “ვინც დღეს არჩევნებზე წავიდეს, ის იყოს ზარქუა!”

4 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს...

“საქართველო ინარჩუნებს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რადგან ვუფრთხილდებით წლებით ნაშენებ ურთიერთობებს” – მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო უწყებამ ევროპის ქვეყნების ელჩები სამინისტროში დაიბარა. შეხვედრის...

“რაც შეეხება ამ სისტემას, ის უნდა დაიშალოს ბოლომდე და აშენდეს ახალი” – ვახო სანაია

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის,...

“დღემდე ქართულმა საზოგადოებამ არ იცის თორნიკე რიჟვაძეს კლავდნენ თუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს” – ლაშა ფარულავა

“თორნიკე რიჟვაძეს კლავდნენ თუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს? საზოგადოებას უფრო მეტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“ამას რას ვისმენთ ხალხნო, კატასტროფაშია ქვეყანა” – თაკო ჩარკვიანი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ ვიდეოს, სოციალურ...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“ასეთი ადამიანები წერენ ისტორიას🙏🙌” – ელისო კილაძე მურთაზ ზოდელავაზე

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს,...