პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აბა გვერდიდან შევხედოთ ქოცებს. სინამდვილეში საშინელი 1 კვირა...

“აბა გვერდიდან შევხედოთ ქოცებს. სინამდვილეში საშინელი 1 კვირა აქვთ რუსებს” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე ცალკეულ ფაქტებზე მინიშნებით კონკრეტულ დასკვნებს აკეთებს:

აბა გვერდიდან შევხედოთ ქოცებს. სინამდვილეში საშინელი 1 კვირა აქვთ რუსებს – 4 ოქტომბერს ფსევდო-არჩევნები ჩაუვარდათ, იმდენი ხალხი გამოვიდა რუსთაველზე, არავის დაუტოვა ეჭვი, რომ არჩევნებს სახალხო ლეგიტიმაცია არ აქვს.

არც „ძალადობრივი“ აქცია ჭამა მსოფლიომ – ძალადობრივ აქციაზე შვილებით და შვილიშვილებით არავინ მიდის. აღარც რუსული ტრიუკი ჭამა ვინმემ ცივილიზებულ სამყაროში, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.

ლობისტური ჯგუფი არ დატოვეს და ამერიკაში ქართველი სპორტსმენი, ყველა ააწრიალეს, რომ როგორმე აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ხიდები გადონ. პასუხად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ელჩის კარიკატურა დაიბარეს – ყური კი არ აუწიეს, ყური აახიეს. დატუქსეს, ბაზარი გაფილტრეთო.

ეუთო-მ და ევროპის კავშირმა, რა არჩევნები, რისი ლეგიტიმაცია, არანაირი არჩევნები თქვენ არ ჩაგიტარებიათო. ეგ არჩევნებად არ ჩაითვლებაო. ცრუ-დამკვირვებლები, თანაც პუტინისტი, პუტინის ლაქიები ამოუყარეს. დაცინეს ფსევდო-არჩევნებზე.

ახალი სანქციების და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება სულ უფრო ახლოვდება.

საგარეოში ელჩები დაიბარეს, აღიარეთ არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩატარება და აქცია დაგმეთო, რაზეც შეხვედრიდან სიცილ-ხარხარით გამოსული დიპლომატების პასუხი ყველამ ნახა.

მიუხედავად გაყალბებისა, ხმების ყიდვისა, ადამიანების დაშინებისა, იმაზე მეტის დაწერა ვერ შეძლეს, რაც დაიწერეს. მხარდაჭერა არ აქვთ. საპარლამენტო არჩევნები რომ ტოტალურად გაყალბდა, ეს დაამტკიცა 4 ოქტომბრის ფსევდო-არჩევნებმა. აღიარებითი ჩვენება დადეს. ყველას თვალში.
აქ არის დღეს რუსული ოცნება“, – წერს გია ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აქამდე ჩვენ ვიკრიბებოდით და ვიშლებოდით, ახლა ვიკრიბებით მათ დასაშლელად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 4 ოქტომბრის პროცესთან დაკავშირებით,...

“ის, ვინც ამუნათებს სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულს, ცდილობს დაფაროს თავისი სიმხდალე” – მიხეილ სააკაშვილი

სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-5...

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!” – მურთაზ ზოდელავა

საყურადღებო მინიშნებებით, ემოციური კომენტარი გააკეთა მედიასთან ოპოზიციონერმა ლიდერმა, მურთაზ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“ბოროტი ჩიჩილაკი გაწეწილი იჯდა დარბაზში, სადაც მთავარი თემა რუსეთის აგრესიის შეჩერება იყო” – ნინო...

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას...

“ამას რას ვისმენთ ხალხნო, კატასტროფაშია ქვეყანა” – თაკო ჩარკვიანი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ ვიდეოს, სოციალურ...

“აბა გვერდიდან შევხედოთ ქოცებს. სინამდვილეში საშინელი 1 კვირა აქვთ რუსებს” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე ცალკეულ ფაქტებზე მინიშნებით კონკრეტულ...