პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიუნამუსობა და დანაშაულია სოციალური აგენტების დაჩაგვრა, რაც დღეს...

უნამუსობა და დანაშაულია სოციალური აგენტების დაჩაგვრა, რაც დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ გააკეთა – თეონა ჭალიძე

უნამუსობად მიაჩნია სოციალური აგენტებისთვის მხოლოდ 80 ლარის ჩარიცხვა, ხოლო დაზღვევის მქონე აგენტებისთვის 50 ლარის ჩარიცხვა “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელს თეონა ჭალიძეს და მოითხოვს, რომ აპრილის თვის ხელფასი, წინა სამი თვის ხელფასის საშუალოს მიხედვით აუნაზღაურდეთ და მომდევნო თვეებში მათი გაორმაგებული შრომა შესაბამისად იქნას დაფასებული. ამასთან მიაჩნია, რომ სოციალური აგენტები, ჯანდაცვის სამინისტრომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ აუცილებლად უნდა უზრუნველყონ ტრანსპორტირებით, ასევე სრულად აღჭურვონ საჭირო ინვენტარით, ვირუსისაგან დასაცავად, რადგან ისინი ვერ ახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას, არიან რისკის ქვეშ და ათასობით ოჯახის არსებობა სოციალური აგენტების ვიზიტზეა დამოკიდებული:

სოციალურ აგენტებს 80 ლარი ჩაერიცხათ ხელფასი, ხოლო ვისაც დაზღვევაც ჰქონდა მხოლოდ 50 ლარი მიიღეს. დიახ, არ გეჩვენებათ, იმ ადამიანებს, ვინც ახლა წელში უნდა გაწყდეს, რომ ასობით და ათასობით ოჯახის სოციალური მდგომარეობა აღწეროს, რათა მათ მთავრობის სოციალური დახმარება მიიღონ ან საარსებო შემწეობა ჩაერიცხოთ.

თვითონ სოციალური აგენტები დაჩაგრა დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ. ესაა უნამუსობა და დანაშაული. მაშინ როცა არ მოძრაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ლოგიკურია, რომ სოციალური აგენტები თავიანთ საქმიანობას ვერ განახორციელებდნენ. მათ ტრანსპორტირებაზე არ უზრუნია სოციალური მომსახურების სააგენტოს. გიორგი წოწკოლაურს ასევე არ უზრუნია სოციალური აგენტების უსაფრთხოებაზე და მათ სათანადო აღჭურვაზე ვირუსისგან თავის დასაცავად.

მაშინ როცა სოციალურ აგენტებს უწევთ ბევრ ოჯახში, ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია. მოვითხოვ აპრილის თვის ხელფასი აუნაზღაურდეთ წინა სამი თვის ხელფასის საშუალოს მიხედვით და მომდევნო თვეებში მათი გაორმაგებული შრომა პრემიებით იქნეს დაფასებული. ასევე სრულად იყვნენ უზრუნველყოფილი საჭირო ინვენტარით და მათი ტრანსპორტირების საკითხი გადაიჭრას სასწრაფოდ, რადგან ათასობით ოჯახი არის სოციალური აგენტების მოლოდინში, სწორედ მათ ვიზიტზეა დამოკიდებული ამ ოჯახების არსებობა,” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ცესკო: “ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს”

ცესკო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება კავშირ "საფარის"...

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...