ხუთშაბათი, ოქტომბერი 9, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იყო თუ არა რაიმე ფორმით ზურაბიშვილი ჩართული 4...

“იყო თუ არა რაიმე ფორმით ზურაბიშვილი ჩართული 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მომზადებაში?” – სალომე ზურაბიშვილი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით კონკრეტულ მინიშნებებს და ვარაუდებს გამოთქვამს:

დაიწყო ოპერაცია “რიგითი სალომეს გადასარჩენად”. დაეწყვნენ ოპოზიციის “ექსპერტები” ხალხისთვის იმ ვერსიის თავსმოხვევაში, თითქოსდა პრეზიდენტის რეზიდენციაში შევარდნა იყო ხაფანგი სალომე ზურაბიშვილისთვის, რადიკალურ სცენარში მის ჩასათრევად, ხოლო “გამჭრიახი” სალომე მიუხვდა ჩანაფიქრს და დროზე გაემიჯნა.

სალომე ზურაბიშვილი, მისი სნობისტური ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან იშვიათად მიდის ხოლმე იმ აქციებზე, სადაც ის არ გახლავთ მთავარი ფიგურა.

4 ოქტომბერს მას ეჯღანებოდა მთავარ ფიგურად გადაქცევა, თუ რადიკალები პრეზიდენტის რეზიდენციას აიღებდნენ და გამაგრდებოდნენ. ზურაბიშვილი, რომელიც ადრე აცხადებდა რომ ემიჯნებოდა რადიკალიზმს, სრულიად შეგნებულად მივიდა ხელისუფლების დასამხობად გამიზნულ რადიკალურ აქციაზე, რომლის მეშვეობითაც ალბათ გეგმავდა მისი “ლეგიტიმურობის” კონვერტაციას პოლიტიკურ შედეგში, რა თქმა უნდა მისი გარე პატრონების მხარდაჭერით, რომლებსაც დღემდე ენა ვერ მოუბრუნდათ ცალსახად დაეგმოთ პრეზიდენტის რეზიდენციის ძალადობრივი შტურმი.

კომპეტენტურმა ორგანოებმა იციან თავიანთი საქმე, მაგრამ მაინც ვურჩევდი დაინტერესდნენ იმის გარკვევით იყო თუ არა რაიმე ფორმით ზურაბიშვილი ჩართული 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მომზადებაში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კრიმინალური რეჟიმი ასამართლებს ქვეყნის გადარჩენისათვის მებრძოლ პატრიოტებს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მიერ დაპატიმრებულ პირებს...

“უზურპატორი უნდა წავიდეს! ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით, საზოგადოებას...

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!” – მურთაზ ზოდელავა

საყურადღებო მინიშნებებით, ემოციური კომენტარი გააკეთა მედიასთან ოპოზიციონერმა ლიდერმა, მურთაზ...

“ამას რას ვისმენთ ხალხნო, კატასტროფაშია ქვეყანა” – თაკო ჩარკვიანი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ ვიდეოს, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“ამას რას ვისმენთ ხალხნო, კატასტროფაშია ქვეყანა” – თაკო ჩარკვიანი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ ვიდეოს, სოციალურ...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“ასეთი ადამიანები წერენ ისტორიას🙏🙌” – ელისო კილაძე მურთაზ ზოდელავაზე

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს,...