პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთგვარი პოლიტიკური აპარტეიდია ქვეყანაში, "ქართულ ოცნებას" ყველაფრის უფლება...

“ერთგვარი პოლიტიკური აპარტეიდია ქვეყანაში, “ქართულ ოცნებას” ყველაფრის უფლება აქვს, სხვას არაფრის უფლება არ აქვს…” – პაატა მანჯგალაძე

სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ რეალობაზე და განმარტებები გააკეთა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით:

ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, გარდა მშვიდობიანი ცვლილებისა, სხვა მიზანი არ გვქონია. არის სტერეოტიპი, რომ პოლიტიკოსი იმალება, ჩირგვებში მიდის, მე არ დავმალულვარ, ვიყავი ამ ხალხთან ერთად და ვმოქმედებდი კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც არ გვიცნობს მას ვეუბნები, რომ არავინ იქ თანამდებობისთვის არ ყოფილა გასული.

თუ სიმართლე არის ჩვენს მხარეს, რატომ არის წარუმატებელი ეს მოძრაობები? თქვენ გგონიათ, ჩვენ არ ვიცოდით, რომ პატარა გოგო-ბიჭები დროშებით სპეცრაზმს ვერ მოერეოდნენ? ჩვენ ორგანიზებული ჯგუფი არ ვყოფილვართ, პაატამ სურათი გადაიღო და სურათის გადაღებით თუ ვინმე ორგანიზატორია…

ისტორია ხშირად დამარცხებული გმირებისაა… როგორც 300 არაგველი შევიდა დამარცხებულ ბრძოლაში, ზუსტად ასეთი ადამიანები არიან, ხალხმა უნდა გაიგონოს ჩვენი სიმართლის ხმა.

ერთგვარი პოლიტიკური აპარტეიდია ქვეყანაში, “ქართულ ოცნებას” ყველაფრის უფლება აქვს, სხვას არაფრის უფლება არ აქვს… ზიზღში არ უნდა გადავიდეს ეს ყველაფერი…

რატომ ვმარცხდებით? მოწინააღმდეგე მხარე არის ბრუტალური…

მოტივაციაა, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, ვისაც ეკუთვნის, კონსტიტუცია იწყება – “ჩვენ საქართველოს მოქალაქეები…

მე ბრალს არ ვაღიარებ, არსებით განხილვაზე თქვენ ნახავთ, ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერ აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მაგრამ მოძალადე, გამქცევი, ხალხის მიმტოვებელი – არავინ გაიმეოროს, შეურაცხყოფა იქნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველო ინარჩუნებს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რადგან ვუფრთხილდებით წლებით ნაშენებ ურთიერთობებს” – მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო უწყებამ ევროპის ქვეყნების ელჩები სამინისტროში დაიბარა. შეხვედრის...

“ეშინიათ ამათ ჩვენი, ძალიან ეშინიათ. უბრალოდ ჩვენ ვერ ვხვდებით რა მაგრად ეშინიათ და ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, ერთ სიტუაციურ მაგალითზე...

“კლავიატურის ლომობა უკვე სისხლში გაუჯდა უმრავლესობას და ამიტომაც ვართ იქ სადაც ვართ!” – ბაჩანა...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, საზოგადოების კონკრეტულ მიდგომებსა და ორმაგ...

“ის, ვინც ამუნათებს სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულს, ცდილობს დაფაროს თავისი სიმხდალე” – მიხეილ სააკაშვილი

სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-5...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“ბოროტი ჩიჩილაკი გაწეწილი იჯდა დარბაზში, სადაც მთავარი თემა რუსეთის აგრესიის შეჩერება იყო” – ნინო...

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას...

“ამას რას ვისმენთ ხალხნო, კატასტროფაშია ქვეყანა” – თაკო ჩარკვიანი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ ვიდეოს, სოციალურ...

“ასეთი ადამიანები წერენ ისტორიას🙏🙌” – ელისო კილაძე მურთაზ ზოდელავაზე

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს,...