spot_img
მთავარიარჩევნები"2017 წელს 204 000 ადამიანის ხმა მივიღე, ახლა...

“2017 წელს 204 000 ადამიანის ხმა მივიღე, ახლა 215 000-ის. დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ და კარგად გაიაზრეთ” – კახა კალაძე

პოლიტიკური პარტიები საკუთარ შეცდომებზე არ საუბრობენ, მხოლოდ და მხოლოდ გადაბრალებაზე არიან გადასულნი. თურმე ხალხია დამნაშავე, რომ მათ მხარს არ უჭერენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, არჩევნები მშვიდ და თანასწორ გარემოში ჩატარდა და ეს შედეგებზეც აისახა.

ჯერ არ აღიარებდნენ არჩევნებს და შემდეგ თავიანთ ამორმჩეველს მადლობა გადაუხადეს. ეს ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო. ყოველთვის ასე ხდება – არჩევნებამდე არსებულ სიტუაციაზეც, არჩევნების დღეზეც და შემდგომ მიღებულ შედეგებზეც. გაიხსენეთ სულ ერთი და იგივე მესიჯები აქვთ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუით არის ხოლმე გაჯერებული.

რაც შეეხება შედეგებს, ყველაფერი ცხადია, როგორ ჩატარდა არჩევნები, როგორი მშვიდი და თანასწორი გარემო იყო და ყველა პოლიტიკურ კანდიდატს შეეძლო ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. ვიღაცებმა გამოიყენეს, ვიღაცებმა ნაკლებად, ზოგს ხედვა არ ჰქონდა საერთოდ. ყველაფერი შედეგებზე აისახა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს და შედეგებს, რომლის თანახმადაც მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა ბარიერი, დედაქალაქის მერის თქმით: „მინდა გავიხსენო წინასაარჩევნოდ გამართული დებატები. მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თქვა, „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ ყველა ოლქში მოიგებენო და ამაში ჩვენ გვადანაშაულებდა. ძალიან მარტივია – არავის უყვარს გააკეთოს სწორი ანალიზი. როდესაც შეცდომას თავად უშვებენ, ამას არ იაზრებენ, თუ რატომ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა ან როგორ უნდა შეცვალონ სიტუაცია და ხვალ მეტი მხარდამჭერი ჰყავდეთ. საკუთარ შეცდომებზე არავინ საუბრობს, მხოლოდ და მხოლოდ გადაბრალებაზე არიან გადასულნი. თურმე ხალხია დამნაშავე, რომ მხარს არ უჭერენ“.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ არჩევნებზე დედაქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 20%-მა დაუჭირა მხარი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ეს არის იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე 2017 წელს ჰქონდა.

მე შემიძლია გაჩვენოთ 2017 წლის მონაცემები. მაშინ 204 000 ადამიანის ხმა მივიღე, ახლა 215 000-ის. დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ და კარგად გაიაზრეთ. კახა კალაძემ თბილისელების მხარდაჭერით არჩვნებში ხმების 71% მიიღო. აშკარად მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე, არ გაქვთ ინფორმაცია და არ იცით როგორ ითვლება.

მე მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას. 215 000 ადამიანმა დაგვიჭირა მხარი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კარგად მაქვს გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს და ვპირდები ყველას, რომ ამ სიყვარულს, პატივისცემას და მხარდაჭერას გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებ უკან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...