სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, საზოგადოების კონკრეტულ მიდგომებსა და ორმაგ სტანდარტზე ამახვილებს ყურადღებას იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი ბაჩანა შენგელია:
“ერთგვარი ქართული ტრენდია, გამარჯვებასთან საკუთარ თავს ვაიგივებთ და ვამბობთ – ჩვენ მოვიგეთ, წარუმატებლობის შემთხვევაში მესამე პირში ვსაუბრობთ – მათ წააგეს.
გადაბრალება-დამუნათება ჩვენი ეროვნული სპორტი გახდა, კლავიატურის ლომობა უკვე სისხლში გაუჯდა უმრავლესობას და ამიტომაც ვართ იქ სადაც ვართ!” – აცხადებს ბაჩანა შენგელია.