საპროტესტო აქციაზე აქტიურ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, მძიმე შეფასებებს აკეთებს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე:
“საფრთხე რაც საქართველოს ამ ეტაპზე და უახლოეს მომავალში ემუქრება, მომდინარეობს არა იმდენად რადიკალური ოპოზიციური პარტიებისგან, არამედ იმ ჩაფხუტიან-აირწინაღებიან ზომბირებულ ახალგაზრდებისგან, გუშინ რომ კიდევ ერთხელ მწარედ შეგვახსენეს თავი ამაზრზენი ქმედებებით – ფაქტიურად ტერორით. ყველაფერს თავის სახელი უნდა ეწოდოს!
რა არის მათი მოტივატორები? მსუყე დაფინანსება? მაშინ სად არიან და ვინ არიან დაფინანსების წყაროები? და რატომ არ ხდება მათი განეიტრალება? ფინანსების გარდა ხომ არ არსებობენ კიდევ სხვა მოტივატორები და სტიმულები რაც მათ რადიკალიზმისკენ უბიძგებს? ამ კითხვებზე პასუხებია გასაცემი და რაც შეიძლება მალე, შემდეგ კი კონკრეტული ქმედითი ზომები მისაღები საფრთხის საბოლოოდ გასანეიტრალებლად.
თუ გავიხსენებთ, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას, ასეთი ტიპის საფრთხე მას ჯერ არ ჰქონია და მისი გაუბრალოება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ძვირად დაგვიჯდება ყველას, იმათაც ვინც მათ რომანტიზებას ცდილობს!” – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.