ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, საბა ბუაძე ემოციური შეფასებებით ეხმაურება ირაკლი ნადირაძის დაკავების ფაქტს:
“ირაკლი ნადირაძე მხოლოდ ჩემი და სხვების კარგი მეგობარი კი არ არის, გამორჩეულად წესიერი, საიმედო და თავის საქმის მცოდნე კაცია. საკრებულოში ერთად გატარებულმა წლებმა მხოლოდ კარგი მხრიდან დამანახა ის და მისი ადამიანური მხარე.
მიუხედავად იმისა თუ რას ვფიქრობდი 4 ოქტომბერზე და როგორ ვაფასებ გუშინდელ მოვლენებს, მჯერა რომ ირაკლის მოტივაცია არის გულწრფელი. ამიტომაც იყო განსაკუთრებით მძიმე მისი დაპატიმრების ყურება“, – წერს საბა ბუაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.