ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, ერთ სიტუაციურ მაგალითზე მითითებით, კონკრეტულ დასკვნებს აკეთებს:
“რამდენიმე ადგილია თბილისში, სადაც ხშირად მიწევს მანქანის დაპარკინგება. ბუნებრივია, ე.წ. “სტაიანშიკებიც“ არიან ხოლმე. დღეს ადგილი არ იყო და მეუბნება ეს კაცი, მიაყენე აქვე, არ არის პრობლემაო. მეთქი რატომ? ორი კვირაა არ გამოჩენილან, არჩევნებია ხვალ და არ დაგაჯარიმებენო, ეგეთ დროს ხალხს არ აღიზიანებენო. იგივე მითხრა არაერთხელ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა “სტაიანშიკმა“, მაგალითად ინტენსიური აქციებისას.
იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ თვითონ არ ვიცით ჩვენი ძალა. ეშინიათ ამათ ჩვენი, ძალიან ეშინიათ. უბრალოდ ჩვენ ვერ ვხვდებით რა მაგრად ეშინიათ და ვერ ვიყენებთ ჩვენს ძალას“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.