კვირა, ოქტომბერი 5, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"რასაკვირველია არჩევნების შედეგს ვაღიარებთ - ჩვენი მოსახლეობის არჩევანი...

“რასაკვირველია არჩევნების შედეგს ვაღიარებთ – ჩვენი მოსახლეობის არჩევანი არის უზენაესი” – კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, ის 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგს, რასაკვირველია, აღიარებს, ვინაიდან მოსახლეობის არჩევანი უზენაესია.

ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართული დებატებისას შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

რასაკვირველია, არჩევნების შედეგს ვაღიარებთ. ამ ქალაქის და ქვეყნის ბატონ-პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი და ჩვენი მოსახლეობის არჩევანი არის უზენაესი. ვინც ვერ ხედავს და არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის ნებას, ვხედავთ ის პოლიტიკური დაჯგუფებები თუ პარტიები დღეს სად იმყოფებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტებს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების შანსი არ აქვთ, რადგან ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის დრო აღარ არის.

რაც შეეხება ოპონენტებს, მოდით, შევხედოთ რეალობას, არ მინდა, ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს ამ არჩევნებში წარმატების ანარაირი შანსი არ გააჩნიათ.

ხედავთ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ორად არიან გაყოფილი: ერთი დაჯგუფება დამხობით ემუქრება საქართველოს ხელისუფლებას და არეულობის შემოტანას აანონსებს ქვეყანაში; მეორე ძალა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, ამბობს, რომ თუ ისინი გამარჯვებას მიაღწევენ, ყველაფერს გააჩერებენ – მუნიციპალური ტრანსპორტს, მერიის შესაბამის სამსახურებს.

მინდა, ერთი რამე ვთქვა: ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის დრო ჩაბარებულია წარსულს. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, რადიკალიზმით და ბოროტებით ვერანაირ წარმატებას და გამარჯვებას ვერ მიაღწევს.

მაშინ, როდესაც ხარ აგენტურული ქსელის წარმომადგენელი, ფინანსდები გარედან, იღებ გარე მითითებებს თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ, იღებ თანხებს იმაში, რომ წაახალისო ექსტრემისტული ორგანიზაციები, წაახალისო საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, გააღრმავო პოლარიზაცია, რა თქმა უნდა, არანაირი მომავალი არ გაქვს არც პოლიტიკური და არც სხვა მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ირაკლი ფავლენიშვილი: “4 ოქტომბერი აშინებს ივანიშვილს ყველაზე მეტად”

“პიჯაკების საქმე“, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინო საქმედ შევიდა,...

კახა კალაძე: “ამ ქვეყნის პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი”

„გარედან თითის დაქნევით საუბარი მიუღებელია, ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ...

“ძალიან დიდი მარცხი მოლდოველი ქოცების და მათი რუსი უფროსების” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოლდოვაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ამას რას ვისმენთ ხალხნო, კატასტროფაშია ქვეყანა” – თაკო ჩარკვიანი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ ვიდეოს, სოციალურ...

“არჩევნების ტოტალური ბოიკოტი არის სწორი ნაბიჯი” – ნინო ჯანგირაშვილი

"ლელოს" და მათი მხარდამჭერ/ექსპერტების პოზიციებთან დაკავშირებით საუბრობს და მწვავე...