პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი, 4 ოქტომბრის მოლოდინებთან დაკავშირებით, თავის ვარაუდებს გამოთქვამს პოლიტიკურ შეფასებებთან ერთად:
“ივანიშვილის წერილის პასუხად მინდა ვთქვა, რომ ოთხი ოქტომბერი ავტოკრატიის, ოლიგარქიის და ქართველების გაბრიყვების პოლიტიკის ჩარეცხვის ერთერთი საეტაპო დღე იქნება.
არ გახდეთ ივანიშვილის თანამზრახველი ხალხის მოტყუებაში.
არ გახდეთ ხაზარაძის თანამზრახველი ხალხის მოტყუებაში.
არ გააბრიყვებინოთ თავი სააკაშვილს და მის მარიონეტებს.
ვიდგეთ მტკიცედ და გავაგრძელოთ პიროვნების კულტის პოლიტიკისთვის, ავტოკრატიისთვის და შარლატანობისთვის ძირის გამოთხრა.
მხოლოდ დემოკრატიულ პროცესს აქვს რეჟიმის დამარცხების პოტენციალი“, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.