პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიირონია"ბოროტი ჩიჩილაკი გაწეწილი იჯდა დღეს დარბაზში, სადაც მთავარი...

“ბოროტი ჩიჩილაკი გაწეწილი იჯდა დღეს დარბაზში, სადაც მთავარი თემა რუსეთის აგრესიის შეჩერება იყო” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას ირონიული შეფასებებით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

ბოროტი ჩიჩილაკი გაწეწილი იჯდა დღეს დარბაზში, სადაც მთავარი თემა რუსეთის აგრესიის შეჩერება იყო.

ყველა ამაზე ლაპარაკობდა – სამხედრო შეკავება, ჰიბრიდული ომის შეკავება, იქ ზელენსკი ევროპასთან ერთობლივ თავდაცვაზე და უსაფრთხოების გარანტიებზე ლაპარაკობდა, აქეთ მაკრონი იმაზე, რომ რუსეთი სულაც ვერ იგებს ომს და კარგია, რომ ტრამპიც მიხვდა ამას. სანდუ ყვებოდა, როგორ აღკვეთა რუსული ფულის ტრიალი მოლდოვაში და მაგათი საინფორმაციო და კიბერშეტევები, მადლობა გადაუხადა ევროპელ მეგობრებს დახმარებისთვის, მათ შორის, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისთვის. ნუუ, სტარმერი და ტუსკი გასაგებია რაზეც ილაპარაკებდნენ.

მოკლედ, იჯდა ხალხი, ევროპელები და თავის ევროპულ ამბებს არჩევდნენ, ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ერთიან საფრთხეზე, ერთობლივ ბრძოლაზე, გეგმებზე, როგორ გახადონ ევროპა უფრო დაცული და მდიდარი. ერთმანეთს ამხნევებდნენ, მადლობას ეუბნებოდნენ. და ამ დროს ხმაჩაკმენდილი იჯდა იქ კაცი, რომელიც ამათ ყველას მტრად თვლის და დიფსთეითის აგენტებად, უკრაინაში ომის დაწყებაში ზელენსკის ადანაშაულებს, ევროპას მომაკვდავს ეძახის, საქართველოში დასავლური ფული აკრძალა, ეს ყველა საქართველოს მტრად გამოაცხადა, საქართველოს განადგურების მცდელობას აბრალებს, დღედაღამე ყვება, რომ ევროპა და ევროპული ბიუროკრატია ბოროტებაა და რა ვიცი კიდევ რას აღარ.

ხოდა, შე მაიმუნო, დაგპატიჟეს რაღაც გუგებარი მიზეზის გამო, რას მიეხეტები მაშინ, თუ მაგათ ყველას ბოროტებად და მტრად თვლი? ან წამომხტარიყავი შუა დისკუსიებში და დაგეყვირა ძირს დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი! უფრო პატივსაცემი იქნებოდი დედას გეფიცები“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თსუ-ში გაფიცვა რომ დაიწყო, ათამდე სტუდენტი ძლივს შეგროვდა. ახლა საერთოდ გამქრალი არიან” – მერაბ...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი კონკრეტულ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას და გაკვირვებას...

“მგონი ნამდვილად აქვს იმდენი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე, რომ მისი რჩევები ღირებული და გასათვალისწინებელი...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულ ფაქტს...

“ეჰ, უთხრა იმ ბრძენმა კაცმა ღარიბას, ცოლის ნათესავები დაგღუპავენ შენო და არ დაუჯერა!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მინიშნებები და კონკრეტული...

“პატიმრობაში ვიმყოფები პიჯაკების ყიდვისთვის და “ვენოკებისთვის”, მაშინ როცა თითზე გადასახვევი არ წამიღია საქართველოდან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი სასამართლო განხილვების დაჩქარებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჰ, უთხრა იმ ბრძენმა კაცმა ღარიბას, ცოლის ნათესავები დაგღუპავენ შენო და არ დაუჯერა!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მინიშნებები და კონკრეტული...

“‼️აბა, ყურადღება კიდევ ერთხელ😁 გასაჯაროება №2” – ნინო ჯანგირაშვილი

წყაროსგან თანხმობის მიღების შემდეგ, დაპირებისამებრ, სკანდალურ ინფორმაციებს ასაჯაროვებს ტელეკომპანია...

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ხაბე რომ გეგოიმებათ და ბესელიას ეფარცქვალებით…” – მაია ნადირაძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის მაია ნადირაძის...