კვირა, ოქტომბერი 5, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა"გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი" – ComCom-მა სტუდენტებისთვის ახალი კონკურსი...

“გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი” – ComCom-მა სტუდენტებისთვის ახალი კონკურსი გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიამ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის 1 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ანალიტიკური ნაშრომების კონკურსი „გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი“ გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ანალიტიკური ნაშრომი უნდა წარმოადგინონ შემდეგი საკითხებიდან ერთ-ერთზე: მედია და ხელოვნური ინტელექტი: გამოწვევები და შესაძლებლობები; ყალბი ინფორმაცია (დეზინფორმაცია, მისინფორმაცია); სიძულვილის ენა და ონლაინ დისკრიმინაცია: მედიაწიგნიერების როლი. კონკურსის გამარჯვებულს კომუნიკაციების კომისია 5000 ლარით, მეორე ადგილის მფლობელს – 3000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასულს – 1500 ლარით დააჯილდოვებს. ამასთან ერთად, გამარჯვებული ნაშრომები საერთაშორისო პლატფორმაზე გამოქვეყნდება, ხოლო საუკეთესო 10 ნაშრომის ავტორს კომუნიკაციების კომისია უახლესი პროფესიული ლიტერატურის კრებულს გადასცემს. გარდა ამისა, კონკურსში ჩართულობა გაზრდის აპლიკანტის შანსებს, მიიღოს სხვადასხვა სახის სტიპენდიები.

კონკურსანტებმა ანალიტიკურ ნაშრომზე მუშაობისას უნდა დაიცვან აკადემიური სტანდარტები და სტრუქტურა. ამასთან, ნაშრომი უნდა შეიცავდეს არგუმენტირებულ და ლოგიკურ მსჯელობას, საკვლევ საკითხზე ახალ ან განსხვავებულ პერსპექტივას და კვლევით და ანალიტიკურ სიღრმეს. ნაშრომი უნდა შედგებოდეს შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან: სათაური; შესავალი; თეორიული ნაწილი (ლიტერატურის მიმოხილვა, დისკუსია); მეთოდოლოგია; ანალიზი და მიგნებები; დასკვნა; გამოყენებული ლიტერატურა; დანართი (არსებობის შემთხვევაში).

წარმოსადგენი ნაშრომის გვერდების მოცულობა ბიბლიოგრაფიისა და დანართების გარეშე უნდა შეადგენდეს 7-14 გვერდს. ფონტი – Sylfaen; დასაშვები ფონტის ზომა – 11; მანძილი სტრიქონებს შორის – 1.15; ფორმატი – PDF; ენა – ქართული; ციტირების წესი – APA (American Psychological Association) / MLA (Modern Language Association) / Chicago/Turabian.

წესების მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული ნამუშევრები და პლაგიატი, ასევე, დაგვიანებული ნაშრომები არ მიიღება. ნაშრომში დაუშვებელია ავტორის სახელის და გვარის, სასწავლო დაწესებულების, აკადემიური საფეხურის, სწავლების მიმართულების ან სხვა სახის პირადი/საკონტაქტო ინფორმაციის მითითება. აღნიშნული ინფორმაცია უნდა დაფიქსირდეს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმაში, ხოლო ატვირთული ნამუშევრის სახელწოდება უნდა მიეთითოს შემდეგნაირად: „საკონკურსო ნაშრომი – ავტორის სახელი, გვარი“.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შეავსეთ სარეგისტრაციო ბმულის ყველა ველი და ატვირთეთ თქვენი ნაშრომი.

კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე – medialiteracy@comcom.ge.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი “მარკეტინგი AI ეპოქაში” ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპერებისთვის ჩატარდა სემინარი „მარკეტინგი AI ეპოქაში“,...

“განმცხადებელს პასუხად ეცნობა, რომ შეკრების ორგანიზატორებმა სცენა უნდა განათავსონ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იმგვარად, რომ...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს საზოგადოება „რუსთაველის გამზირის“ საინიციატივო ჯგუფის...

“ერთი ლეგიტიმური შეკითხვა მაქვს: რატომ არ აკავებენ ნიღბიანებს?” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ამას რას ვისმენთ ხალხნო, კატასტროფაშია ქვეყანა” – თაკო ჩარკვიანი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ ვიდეოს, სოციალურ...

“არჩევნების ტოტალური ბოიკოტი არის სწორი ნაბიჯი” – ნინო ჯანგირაშვილი

"ლელოს" და მათი მხარდამჭერ/ექსპერტების პოზიციებთან დაკავშირებით საუბრობს და მწვავე...

“ეჰ, უთხრა იმ ბრძენმა კაცმა ღარიბას, ცოლის ნათესავები დაგღუპავენ შენო და არ დაუჯერა!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მინიშნებები და კონკრეტული...