ხუთშაბათი, ოქტომბერი 2, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: "ივანიშვილის "მიმართვა" სხვა არაფერია, თუ არა...

პაატა მანჯგალაძე: “ივანიშვილის “მიმართვა” სხვა არაფერია, თუ არა 4 ოქტომბრის შიშის პირდაპირი აღიარება”

“ქართული ოცნების” ხელისუფლებასი მოსვლის 13 წლისთავთან დაკავშირებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, თავის ვრცელ წერილში, დეტალურად მიმოიხილა სხვადასხვა საკითხი და პოლიტიკური შეფასებები მისცა ცალკეულ მოვლენებს.

აღნიშნულ წერილს, პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

ივანიშვილის მიერ გავრცელებული „მიმართვა“ სხვა არაფერია, თუ არა 4 ოქტომბრის შიშის პირდაპირი აღიარება.

მის ტექსტში მთავარია არა იაფფასიანი შათირიშვილისტური ბოდვა, გამოგონილ მტრებზე, არამედ ის ფაქტი, რომ თავად ივანიშვილმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერზე საჯაროდ დაწეროს. ეს ნიშნავს, რომ მას ნამდილად აშინებს ქართველთა ერთიანობის ძალა.

მსოფლიო პოლიტიკის ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, როდესაც რეჟიმი იწყებს პრევენციულ თავის მართლებას, ეს ამტკიცებს შიშს და იმას, რომ მისი რწმენა შეირყა.

მაგრამ ეს შიში მხოლოდ მათი სისუსტის გამოხატულება კი არაა ეს არის ჩვენი, ქართველთა ერთიანობის ძალის მტკიცებულება! ივანიშვილი გრძნობს, რომ სწორედ ხალხის ერთიანობა აქცევს 4 ოქტომბერს გარდამტეხ დღედ.

ეს დღე იქნება არა მხოლოდ პროტესტის, არამედ საქართველოს მომავლის არჩევანის დადასტურების დღე, რომ თავისუფლება არის ჩვენი არჩევანი და მას ვერავინ დაბლოკავს და მიიტაცებს.

4 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთხმად იტყვის მთავარ სიტყვას: უზურპატორი უნდა წავიდეს! უზურპატორი უნდა დაემხოს!

4 ოქტომბერი ქართველთა გამარჯვების დღეა!

ირწმუნე, მოდი, გაიმარჯვე!“- პაატა მანჯგალაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხარს ვუჭერ ჩემი ძველი თანამებრძოლის და უნიჭიერესი იურისტის მურთაზ ზოდელავას ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიტიური შეფასებით ეხმიანება საქართველოს...

“ჩვენი ერთად დგომით უნდა ვიხსნათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება!!!” – ბეჟან...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია, სოციალურ ქსელში სტატუსს...

ირაკლი ფავლენიშვილი: “4 ოქტომბერი აშინებს ივანიშვილს ყველაზე მეტად”

“პიჯაკების საქმე“, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინო საქმედ შევიდა,...

“გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე!” – ლევან ხაბეიშვილი

“გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე!” - ამ გზავნილით მიმართავს “ნაციონალური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...

“ეჰ, უთხრა იმ ბრძენმა კაცმა ღარიბას, ცოლის ნათესავები დაგღუპავენ შენო და არ დაუჯერა!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მინიშნებები და კონკრეტული...