ხუთშაბათი, ოქტომბერი 2, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. სულ რამდენიმე...

“გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. სულ რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა სოხუმიდან…” – ნიკა გვარამია

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია კოალიციის წევრის, გელა ხასაიას დაკავების ფაქტს, რუსთავის საპატიმროდან, ემოციური შეფასება-განმარტებებით ეხმაურება:

გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. სულ რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა სოხუმიდან ენგურის ხიდის გავლით საქართველოში.

ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს და ბოლოს უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნეს. თინეიჯერი იყო აქ რომ დაიწყო დამკვიდრება. არავინ იცოდა, თვითონაც არავის იცნობდა, ძალიან უჭირდა. დამკვიდრდა. ძალიან გაიზარდა ცოდნითაც და პიროვნულადაც. მე რომ მკითხო ერთ ერთი საუკეთესო სპიკერია ახალგაზრდა პოლიტიკოსებში და მარტო ზურა და გირჩი კი არა, მთელი კოალიცია ვამაყობთ რომ გელა გვყავს – გულანთებული ქართველი პატრიოტი, ერთადერთი ეთნიკური აფხაზი ქართულ პოლიტიკაში (ბოდიში თუ გამომრჩა ვინმე, უბრალოდ არ მახსენდება) და უშიშარი და დაუღალავი აქტივისტი.

აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა და ზუსტად ყველაფერი იმისთვის რაც ზემოთ დავწერე.

თავისუფლება გელას!

თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს! ოლიგარქია უნდა დაემხოს!

p.s. კოალიციის ოთხივე ლიდერი ციხეში ვართ, ჩვენი საბა (სხვიტარიძე) მთლად წამების მსხვერპლია და ისიც ზის. აგერ ახლა გელაც. კი არ გვეზარება ან გვეშინია, მარა ვინმე დაგვიტოვეთ გარეთ, ქოცებო, რა ვიცი, ამბის მომტანი რომ გვყავდეს მაინც:)“, – წერს ნინა გვარამია საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიდი მადლობა უდიდეს პიროვნებას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს თავისუფლებისთვის!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა,...

“ძალიან ბევრია დამოკიდებული ოპოზიციის გეგმებზე” – ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების...

პაატა მანჯგალაძე: “ივანიშვილის “მიმართვა” სხვა არაფერია, თუ არა 4 ოქტომბრის შიშის პირდაპირი აღიარება”

“ქართული ოცნების” ხელისუფლებასი მოსვლის 13 წლისთავთან დაკავშირებით, პარტიის საპატიო...

“როგორი ფუჭია განათლება, თუ ის თავისუფლებას არ ემსახურება…” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე, განათლების სამინისტროსთან გამართულ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ეჰ, უთხრა იმ ბრძენმა კაცმა ღარიბას, ცოლის ნათესავები დაგღუპავენ შენო და არ დაუჯერა!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მინიშნებები და კონკრეტული...

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...