სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას, სახელმწიფოსთვის – ერთობლიობაში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს, თავის ქონებრივ-ფინანსურ შესაძლებლონენზე აკეთებს მინიშნებას:
“თქვენ, კარგად იცით, რომ მე ფული პრაქტიკულად არ მაქვს. საქართველოში, რომელიც ხელახლა ავაშენე, ბინაც არ გამაჩნია. ახლა თავისუფლებაც აღმიკვეთეთ მაგრამ თქვენც და თქვენი პატრონმა კარგად იცით, რომ მე ვარ ძალიან წარმატებული და თქვენ ხართ სრულიად ლუზერები. მე მიცნობს და მაფასებს მსოფლიოს უმეტესობა და თქვენ მიუხედავად თქვენი მილიარდებისა არავინ ხართ, რომ მე და ჩემს თანამებრძოლებს სრული მორალური უპირატესობა გვაქვს და ის, რომ ისტორიას შემორჩება ჩემი სახელი და მიუხედავად ისტორიის გადაწერის თქვენი უბადრუკი მცდელობისა, იგივე ისტორია მე გამამართლებს.
ახლა კი, გააკეთეთ თქვენი საქმე, მაგრამ გახსოვდეთ რომ ძალიან მალე თითოეულ თქვენგანს მიუხედავად იმისა, რომ წვრილმანი მონები და ჭანჭიკები ხართ, მოგიწევთ წარდგენა კანონის და ნამდვილი სასამართლოს სამსჯავროზე.
მათ სრულ იზოლაციაში ვყავარ. ცდილობენ, ჩემი ხმა ჩაახშონ, ამომშალონ ჩვენი ერის მეხსიერებიდან.
მაგრამ მე ამ კედლებს მიღმა ვიყურები და გხედავთ თქვენ! მე ვხედავ მთელ
საქართველოს! და ვიცი, რომ გესმით ჩემი ხმა!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.