ხუთშაბათი, ოქტომბერი 2, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ მარტო "ქოცებს“ არ ვებრძვით, ასევე პრობლემაა ბიძინას...

“ჩვენ მარტო “ქოცებს“ არ ვებრძვით, ასევე პრობლემაა ბიძინას მეხუთე კოლონა ჩვენს ფლანგზე” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე იმ პრობლემებზე მიანიშნებს, რაც, მისი თქმით, უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის მეხუთე კოლონას და მათ მიერ გავრცელებულ ნარატივებს:

ჩვენ მარტო „ქოცებს“ არ ვებრძვით, ასევე პრობლემაა ბიძინას მეხუთე კოლონა ჩვენს ფლანგზე, ანუ ის ადამიანები, რომლებიც „ოპო-ექსპერტების“ და „ოპო-პოლიტიკოსების“ სახელით მიზანმიმართულად ცდილობენ ხალხში იმედგაცრუების, ნიჰილიზმის და მოქმედების სურვილის ჩახშობას.

როგორ ამოვიცნოთ ქოცი ჩვენს რიგებში, ქოცური ნარატივები:

ბიძინას ყველაფერი დაგეგმილი აქვს, ყველაფერი იცის“ – მიზანი: ხალხში უიმედობის გაღვივება, ბიძინას უძლეველობის მითის დამკვიდრება.

სად არიან ოპოზიციის ლიდერები?“ – დაეჭვება მაშინ, როცა მრავალი ლიდერი დაკავებულია ან დაბლოკილია. მიზანი: ხალხის მიზანმიმართულად დაბნევა.

4 ოქტომბერს არაფერი მოხდება, გეგმა არ არის, ლიდერი არ არის“ – მიზანი: იმედგაცრუება ფარული გზავნილით „დარჩით სახლში.“

„რადიკალური განცხადებები არ შეიძლება, ეს დაპირისპირებას გაზრდის“ – მიზანი: დაშინება.

აქციას ვემიჯნებით, ვაშენებთ მწყობრ წინააღმდეგობას“ – მიზანი: ყურადღების გადატანა და რეჟიმისთვის დროის მოგება.

პაატა ბურჭულაძის, ლევან ხაბეიშვილის აქციის მიზნები გაუგებარია“ – მიზანი: საზოგადოების დაზორიენტირება.

არ არის საჭირო რადიკალიზმი, ბიძინა გაზაფხულზე არჩევნებს ისედაც გამოაცხადებს და პოლიტპატიმრებსაც გაათავისუფლებს“ – მიზანი: ბრაზის და პროტესტის დამშვიდება.

„თუ ნათელი სურათი მომავალ მთავრობაზე არ გვაქვს, მხარს ვერ დავუჭერთ“ – მიზანი: ყურადღების გადატანა, განხეთქილების შეტანა და ორგანიზატორთა სკამისთვის მებრძოლებად წარმოჩინება.

„მანდატები უნდა აგვეღო და შიგნიდან უნდა გვებრძოლა“ – მიზანი: ბიძინასთვის სისტემურ ოპოზიციონერობაზე თანხმობა.

და ბოლოს – მათ ყველაფერზე პასუხი აქვთ, ყველას აკრიტიკებენ მაგრამ პასუხისმგებლობას არაფერზე არ იღებენ.

ასეთი ნარატივებით მოქმედებს ბიძინას მეხუთე კოლონა, მათი მიზანია იმედგაცრუების დათესვა, ხალხის დაბნევა, დაეჭვება და სახლში დატოვება.

არ ავყვეთ მათ, დავდგეთ ერთად 4 ოქტომბერს რუსთაველზე და ვანახოთ ვისია საქართველო“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორი ფუჭია განათლება, თუ ის თავისუფლებას არ ემსახურება…” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე, განათლების სამინისტროსთან გამართულ,...

“ისტორიას შემორჩება ჩემი სახელი და მიუხედავად ისტორიის გადაწერის თქვენი უბადრუკი მცდელობისა, იგივე ისტორია მე...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას, სახელმწიფოსთვის -...

“შეიგნეთ ქოცებო, თქვენ პრობლემა გაქვთ ქართველ ხალხთან და საქართველოსთან და ამას მთელი ...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბერთან დაკავშირებით...

“ივანიშვილი საქართველოს მასშტაბით დაცინვიდან ამაღლდა საერთაშორისო მასშტაბით დაცინვამდე” – მიხეილ სააკაშვილი

ცალკეული პოლიტიკური საკითხების, მათ შორის, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ეჰ, უთხრა იმ ბრძენმა კაცმა ღარიბას, ცოლის ნათესავები დაგღუპავენ შენო და არ დაუჯერა!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მინიშნებები და კონკრეტული...

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...