საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში მოსაზრებებს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ იმისთვის, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, რატომ იქნება ქვეყნისთვის სასარგებლო პროდასავლური ძალების გამარჯვება:
,,ძალიან ბევრია დამოკიდებული ოპოზიციის გეგმებზე. ერთი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ხალხს ვერ აუხსნეს, რა მოხდება 5 ოქტომბერს. უნდა იყოს რაღაც ჩამოყალიბებული გეგმა, უნდა აუხსნას მოსახლეობას – ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ან აპოლიტიზირებულია, ან ,,ოცნებას“ უჭერს მხარს.
შეიძლება ,,ოცნება“ არ მოსწონს, მაგრამ იძახის, რომ ,,მე მაინც სტაბილურობა მირჩევნია იმიტომ, რომ მერე აირევა ქვეყანა“. ოპოზიციამ უნდა აუხსნას – რატომ არის უკეთესი, თუ ვთქვათ, ოპოზიციური პროდასავლური ძალები იმარჯვებენ? რა საფრთხეს უქმნის ,,ოცნება“ და რა ტიპის პრობლემების მოგვარებას პჰირდება უკვე ოპოზიცია მომავალში, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ხალხს?”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე