კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპერებისთვის ჩატარდა სემინარი „მარკეტინგი AI ეპოქაში“, რომელსაც კომპანია 10xSeo-ს დამფუძნებელი, დავით წილოსანი გაუძღვა.
შეხვედრის ფარგლებში ტრენერმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მარკეტინგის ევოლუცია; მომხმარებლის ქცევის ცვლილება ენობრივი მოდელების მიხედვით; კონკურენციის ახალი პარადიგმა ენობრივი მოდელების სამყაროში; როგორ მუშაობს ენობრივი მოდელების ძიება და როგორ უნდა მოვხვდეთ რეკომენდაციებში. გარდა ამისა, სემინარზე განხილული იყო მარკეტინგში ენობრივი მოდელების განვითარების პრაქტიკული მაგალითები.
სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით, ComCom-ის მედიალაბი უკვე მეექვსე წელია შეხვედრებსა და კომპეტენციის ასამაღლებელ სხვადასხვა აქტივობებს სრულიად უფასოდ ატარებს.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს