ხუთშაბათი, ოქტომბერი 2, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანაში იქნება...

“ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე. არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება” – კახა კალაძე

ვისაც ვის უნდა, იმას შეხვდეს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია, თუმცა ჩვენი შესაბამისი უწყებები მუშაობენ და გაძლევთ სიმშვიდის გარანტიას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს 4 ოქტომბრისთვის იმის ფონზე, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიას შეხვდნენ, კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება.

4 ოქტომბერს არჩევნებში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში ვიზეიმებთ გამარჯვებას. არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. თუკი ვინმე გაბედავს, კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას კანონის ფარგლებშივე ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ვისაც ვის უნდა, იმას შეხვდეს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია, თუმცა, ჩვენი შესაბამისი უწყებები მუშაობენ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მასზე სერიოზული საუბარი შეუძლებელია. დააკვირდით, რა ტიპის განცხადებებს აკეთებს. საერთოდ არალოგიკურია მისი მხრიდან გაჟღერებული მესიჯები. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ მედიაში შემთხვევით ვნახე მისი ინტერვიუ ინგა გრიგოლიასთან. უყუროს ნორმალურმა ადამიანმა ამას და ყველაფერი ცხადი გახდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური “ვაჭრუკანების”, ოპოზიციაში “დასაქმებულების”, “ლაი-ლაისტების” ეპოქა” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ადვოკატის მეშვეობით გადმოცემული...

“გმირების გახსენება, დღეს როგორც არასდროს აქტუალურია” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს და...

“ძალიან დიდი მარცხი მოლდოველი ქოცების და მათი რუსი უფროსების” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოლდოვაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს...

“ჩვენ მარტო “ქოცებს“ არ ვებრძვით, ასევე პრობლემაა ბიძინას მეხუთე კოლონა ჩვენს ფლანგზე” – პაატა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე იმ პრობლემებზე მიანიშნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ეჰ, უთხრა იმ ბრძენმა კაცმა ღარიბას, ცოლის ნათესავები დაგღუპავენ შენო და არ დაუჯერა!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მინიშნებები და კონკრეტული...

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...