ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა 4 ოქტომბერს დაანონსებულ დიდ საპროტესტო აქციას და ამასთან დაკავშირებით აქციის ორგანიზატორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება:
“გულწრფელი შეკითხვა მაქვს.
ვმეგობრობდი და ძალიან ახლოს ვიცნობ პაატა ბურჭულაძეს, ასევე ბევრ იმ ადამიანს,რომელიც უაპელაციოდ 4 ოქტომბრის მთავრობის დამხობას აანონსებენ.
ხომ კარგად იციან, რომ ეს ბლეფია, ხომ იციან, რომ ციხეში სიამოვნებით წასული ოპოლიდერები ცდილობენ სახე შეინარჩუნონ და დააბრალონ 4 ოქტომბრის ფიასკო თავის “ციხეში გამოკეტილ უძლურებას”.
პაატა რატომ აკეთებს მსგავს განცხადებებს?
რას უშვება შემდგომში გაწბილებულ და შეცდომაში შეყვანილ რამოდენიმე ასეულ ახალგაზრდას?
ნუთუ ეს თამაში (და ეს ნამდვილად თამაშია) ღირს ამად?” -წერს ლალი მოროშკინა ფეისბუქის პირად გვერდზე.