ხუთშაბათი, ოქტომბერი 2, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "გაერო-ში პრეზიდენტის გამოსვლა ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის...

კახა კალაძე: “გაერო-ში პრეზიდენტის გამოსვლა ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესს და მომავალს”

თბილისის მერის განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, გამოსვლაში პრეზიდენტმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა.

პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა, სადაც აბსოლუტურად დეტალურად გააჟღერა ყველა ის მთავარი მესიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი. საუბარი იყო ოკუპაციაზე, მშვიდობის როლზე. პრეზიდენტის გამოსვლას არანაირი წუნი და ნაკლი არ ჰქონდა, ის ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესს და მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ახსენა პრეზიდენტმა უშუალოდ რუსეთი ოკუპაციაზე საუბროს დროს, მერი პასუხობს, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციებია.

აბა, ვისგან არის ოკუპირებული, იცით კიდევ ვინმე რუსეთის გარდა ოკუპანტი? ნუ იტყუებით, რაღაც სისულელეებს საუბრობთ, რომელიც გაჯერებულია მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით.

პრეზიდენტმა ყველაფერს მკაფიოდ გაუსვა ხაზი. მკაფიოდ ისაუბრა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული. ეს არის სპეკულაციები.

სხვათა შორის, ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, თქვენი ბრალელულობაც არის – რადიკალების ხელშეწყობით და იმ პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებდით, მივიღეთ ის, რომ დავკარგეთ ტერიტორიები დამატებით. ეს ძალიან მძიმეა.

შესაბამისად, უნდა გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა უპასუხა კითხვას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლასთან დაკავშირებითაც, რომელმაც თავის სიტყვაში საქართველოზეც ისაუბრა.

ჩვენ ვაგრძელებთ ცალმხრივ მეგობრობას. ძალიან შეგვტკივა გული იმაზე, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, ვიცით, რას ნიშნავს დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული ადამიანები, ჯარისკაცები და ა.შ. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს.

ჩვენზეც იყო ზეწოლა, რომ გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი და მიგვეღო იგივე უბედურება, რაც სამწუხაროდ უკრაინაში ხდება, მაგრამ ჩვენი პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკით შევინარჩუნეთ მშვიდობა და დავიცავით ქვეყნის ინტერესები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორც კი პრეზიდენტს ამბობ და მას შემდეგ მოდის სახელი მიხეილი, ბუნებრივად ეგრევე სააკაშვილი მოჰყვება...

"ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან პრეზიდენტის რანგში მიხეილ ყაველაშვილის ნაცვლად...

“მხარს ვუჭერ ჩემი ძველი თანამებრძოლის და უნიჭიერესი იურისტის მურთაზ ზოდელავას ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიტიური შეფასებით ეხმიანება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ეჰ, უთხრა იმ ბრძენმა კაცმა ღარიბას, ცოლის ნათესავები დაგღუპავენ შენო და არ დაუჯერა!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მინიშნებები და კონკრეტული...

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...