თბილისში, მეფე ერეკლე მეორის ძეგლის გახსნას, კონკრეტული მინიშნებადი შეფასებებით და ვარაუდებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
“ერეკლე მეორე უდავოდ დიდი მეფე იყო და ის ძეგლს ნამდვილად იმსახურებს.
მაგრამ, ამ ისტორიულ მომენტში ძეგლის დადგმის სიმბოლიკა არის არა მისი მტერთან ბრძოლის მდიდარი ისტორია, არამედ რუსეთთან ტრაქტატი-2-ზე ხელმოწერის შემზადება.
განსხვავება იმაშია, რომ ერეკლემ ტრაქტატს იძულებით მოაწერა ხელი, ესენი კი ღალატით მოაწერენ.
ტყუილად წვალობ, არ გამოვა შენგან დიდი ერეკლე მეფე, უფრო ორჯონიკიძეს ჰგავხარ…“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.