ხუთშაბათი, ოქტომბერი 2, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორც კი პრეზიდენტს ამბობ და მას შემდეგ მოდის...

“როგორც კი პრეზიდენტს ამბობ და მას შემდეგ მოდის სახელი მიხეილი, ბუნებრივად ეგრევე სააკაშვილი მოჰყვება და ამბობ კიდეც” – ვახო სანაია

“ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან პრეზიდენტის რანგში მიხეილ ყაველაშვილის ნაცვლად მიხეილ სააკაშვილის დასახელებას, კონკრეტული განმარტებებით და მინიშნებებით ეხმაურება ჟურნალისტი ვახო სანაია:

ნუ იტვირთავთ გონებას რაღაც თეორიებით, თქვენი ჭირიმე რა. როგორც კი პრეზიდენტს ამბობ და მას შემდეგ მოდის სახელი მიხეილი, ბუნებრივად ეგრევე სააკაშვილი მოჰყვება და ამბობ კიდეც. წლების განმავლობაში გონებაშია გამჯდარი. პრეზიდენტი და მიხეილი ერთად საქართველოში ასოცირდება სააკაშვილთან. მარტივადაა საქმე. გარდა ამისა, დააკვირდით პაპუაშვილის სახეს, კობახიძეს კი მაგ მომენტში ზუსტად ისეთი სიფათი გაუხდა, მელიამ რომ შეაშინა ადრე.

რამდენიმე დღის წინ მეც სააკაშვილი ვთქვი ყაველაშვილის მაგივრად. ანუ გინდათ თქვათ, რომ მეც სპეციალურად გავაკეთე ?! 🤣

არც ამათ მიაჩნიათ ყაველაშვილი პრეზიდენტად და ამაში ნამდვილად მართალი არიან.

ზოგის მოტივაცია გასაგებია, როცა ,,განგებ ნათქვამის” თეორიას ავითარებს, მაგრამ კაი ახლა მართლა 🤣

P.S. ყველაზე მეტად ეს ამბავი იმ უბადრუკ ბოჟაძეს უხარია“, – წერს ვახო სანაია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“4 ოქტომბერს, რომელიც გამარჯვების დღეა, უპრეცედენტოდ ბევრნი უნდა ვიყოთ” – ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური...

“ლევან ხაბეიშვილმა დაგვიბრუნა რწმენა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს” – ვასო ურუშაძე

“ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური მოწოდებების გამო, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დღის...

“ტყუილად წვალობ, არ გამოვა შენგან დიდი ერეკლე მეფე, უფრო ორჯონიკიძეს ჰგავხარ…” – გია ხუხაშვილი

თბილისში, მეფე ერეკლე მეორის ძეგლის გახსნას, კონკრეტული მინიშნებადი შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...

“ეჰ, უთხრა იმ ბრძენმა კაცმა ღარიბას, ცოლის ნათესავები დაგღუპავენ შენო და არ დაუჯერა!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მინიშნებები და კონკრეტული...