ხუთშაბათი, ოქტომბერი 2, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღემდე, როცა თვალებს ვხუჭავ, ისევ ჩემს დაკარგულ ქალაქში...

“დღემდე, როცა თვალებს ვხუჭავ, ისევ ჩემს დაკარგულ ქალაქში ვბრუნდები…” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილის, ანი ნადარეიშვილის ემოციური ისტორიები, მოგონებები:

გაგრაში დავიბადე და გავიზარდე, საქართველოს იმ ქალაქში, საიდანაც ჩვენი ლამაზი ქვეყანა იწყება და ქალაქში, რომელიც ყველაზე ახლოსაა ევროპასთან. დღემდე მახსოვს მისი ულამაზესი ზღვის სანაპიროს, მანდარინების და ევკალიპტის შერეული სურნელი.

1993 წლის 27 სექტემბერი ჩემთვის არის დღე, როცა ბავშვობა, სახლი და სამშობლოს ნაწილი რუსმა ოკუპანტებმა წამართვეს. ეს ბრაზი და ტკივილი 32 წელია ჩემს გულშია, და დღემდე, როცა თვალებს ვხუჭავ, ისევ ჩემს დაკარგულ ქალაქში ვბრუნდები.

უკვე 13 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და ამ დროში აფხაზეთის დაბრუნებისთვის აბსოლუტურად არაფერი გაკეთებულა. მათთვის ეს თემა თითქოს საერთოდ აღარ არსებობს — არც პოლიტიკურ დღის წესრიგშია, არც ხალხთან საუბრის საგანია. ოკუპირებული აფხაზეთი მათი მმართველობის წლებში დავიწყებას მიეცა, თითქოს არც არსებობდეს ჩვენი ტკივილი, ჩვენი მიწა.
მაგრამ, 4 ოქტომბრიდან იწყება საქართველოს გამარჯვებები, რადგან ქართველი ხალხი რუსულ რეჟიმს მშვიდობიანად გავისტუმრებთ და ქვეყანას თავისუფლებას დავუბრუნებთ.

… და მჯერა, რომ ერთ დღეს ტკივილი გადაიქცევა ზეიმად, და მონატრება — დაბრუნებად“, – წერს ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიდი მადლობა უდიდეს პიროვნებას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს თავისუფლებისთვის!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა,...

“რატომ არ შეიძლება 4 ოქტომბერს ე.წ. “არჩევნებზე” წასვლა…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე...

“თსუ-ში გაფიცვა რომ დაიწყო, ათამდე სტუდენტი ძლივს შეგროვდა. ახლა საერთოდ გამქრალი არიან” – მერაბ...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი კონკრეტულ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას და გაკვირვებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...

“რუსეთში ვერ წავა, რადგან მთელს ფულს წაართმევენ, ევროპა არ შეუშვებს, ამიტომ…” – მიხეილ სააკაშვილი

ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარი "ტესტ-შეკითხვით" და კონკრეტული...