ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას “ირონიული რეალობა”:
“ყური მოვკარი:
ქოცებს ქვეყანა აუწიკწიკებიათ, ოკუპირებული ტერიტორიები შემოუერთებიათ, დევნილები დაუბრუნებიათ, ეკონომიკა აუდუღებიათ, მურუსიძე და გალუსტაშვილი სამართლის მასტერ კლასებს უტარებენ ევროპელ და ამერიკელ მოსამართლეებს, მზეზეც დამსხდარან, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი მოუგიათ, ბიძინასთვის ნობელის პრემია გადაუციათ კაცის წველადობის წარმადობის გაზრდისთვის და ახლა პლანეტის ტრანზიციას ითხოვენ თურმე გაეროს ტრიბუნიდან.
დავიძინებ კიდევ ცოტა ხანს, ეგებ მარსის ათვისებაც დაიწყონ.
ვაახ! ეს რა უკურნებელი შეგვეყარა!” – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.