შაბათი, სექტემბერი 27, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"როგორი ფუჭია განათლება, თუ ის თავისუფლებას არ ემსახურება..."...

“როგორი ფუჭია განათლება, თუ ის თავისუფლებას არ ემსახურება…” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე, განათლების სამინისტროსთან გამართულ, მასწავლებელ ნინო დათაშვილის სოლიდარობის აქციაში მიიღო მონაწილეობა.

ნანა ტოხვაძემ, სააგენტო “პარალელთან” ინტერვიუში, ქვეყანაში არსებულ უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა:

“3 თვეა მასწავლებელი, ნინო დათაშვილი რეჟიმის ტყვეობაშია. ეს იმ ფონზე, რომ ყველა მოძალადე, კანონდამრღვევი და ტიტუშკა რეჟიმის სასამართლომ გაათავისუფლა.

შერჩევითი სამართალი და ოპონენტებისადმი ანგარიშსწორება ავტოკრატებისგან არ გვიკვირს, მაგრამ იქამდეც შეტოპეს, რომ ქალი პოლიტიკური პატიმრები გვყავს ქვეყანაში.

ნინო დათაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართა განათლების სამინისტროსთან, სადაც ნინოს კოლეგები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები აპროტესტებდნენ ქვეყანაში შექმნილ უსამართლობას და მასწავლებლის უკანონო პატიმრობას.

არც რეჟიმის სამინისტროსგან უნდა ველოდეთ იოტისოდენა რეაგირებას, მაგრამ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ ბუტაფორიად იქცა ყველა სახელმწიფო უწყება. რეჟიმის მორჩილ მოსამსახურედ აქციეს განათლების სფეროს წარმომადგენლები. არადა, როგორი ფუჭია განათლება, თუ ის თავისუფლებას არ ემსახურება.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც შეიძლება მყავდეს მე და “ქართულ ოცნებას”, თბილისში არსებული გამოწვევები და...

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში...

“ეს გამარჯვება ძალიან ახლოსაა, სულ რამდენიმე დღეში დასრულდება რუსული რეჟიმი!” – ანი ნადარეიშვილი

უწყვეტი საპროტესტო აქციის მე-300 დღეს, 2015 წელს თავისუფლების მოედანზე...

“დღის ანეგდოტია ამბავი იმაზე, რომ ირაკლი ბერაია ნატოში ელჩად დაინიშნა :)” – თეონა აქუბარდია

წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და...

“ლევან ხაბეიშვილმა დაგვიბრუნა რწმენა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს” – ვასო ურუშაძე

“ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური მოწოდებების გამო, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დღის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არ ვარ მე მარტო და ამიტო ვიმარჯვებ✊❤️❤️” – ხათუნა სამნიძე

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, მძიმე დაავადების გამო, მკურნალობის...

“4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს ისტორიაში იქნება სინდისის, ნებისა და დამოუკიდებლობის...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე საინფორმაციო ომის სტრატეგიასა...

“ის, ვინც ამბობს, რომ დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში აპირებს…” – მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი თავის პოზიციას აფიქსირებს "ლელო ძლიერი საქართველოს" კონკრეტულ...

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...