“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ადვოკატის მეშვეობით გადმოცემული გზავნილში, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აკეთებს აქცენტს:
“4 ოქტომბრის გამარჯვების დღე არ ეკუთვნის “პოლიტიკოს” ოპოზიციონერებს.
ეს დღე არის სახალხო, ეროვნული დღესასწაული. 4 ოქტომბერი არის ახალი ათვლის წერტილი.
ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური “ვაჭრუკანების”, ოპოზიციაში “დასაქმებულების”, “ლაი-ლაისტების” ეპოქა.
ეს იქნება აბსოლუტურად ახლის დასაწყისი, სადაც მთავარი როლი ექნება მის აღმატებულება ქართველ ხალხს!
მიგულეთ რიგით მსახურად, თქვენი მონა-მორჩილი, ლევან ხაბეიშვილი“.
ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს