“ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური მოწოდებების გამო, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დღის წესრიგი გახდა იმის საფუძველი, რომ შეშინებული ივანიშვილის რეჟიმი დღეს მოქმედებს ისე როგორც ხედავთ – ატყვევებს ლევან ხაბეიშვილს. 4 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შანსი, გვაქვს შესაძლებლობა დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ხალხს”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ, სუს-ის შენობასთან ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ აქციაზე:
“ჩვენ არ გვინდა ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პოლიტიკოსებს აკავებენ პოლიტიკური განცხადების გამო, სადაც ჟურნალისტებს დევნიან თავიანთი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, სადაც ადამიანებს პროტესტის გამოხატვის გამო ფიზიკურად უსწორდებიან, სცემენ, დევნიან საკუთარ ქვეყანაში.
ჩვენ გვინდა სახელმწიფო, სადაც არის დემოკრატია, სადაც არის განვითარება, მშვიდობა, კეთილდღეობა, რასაც ემსახურებოდა ლევან ხაბეიშვილი და მან ჩვენ დაგვიბრუნა რწმენა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს.
ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური მოწოდებების გამო, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დღის წესრიგი გახდა იმის საფუძველი, რომ შეშინებული ივანიშვილის რეჟიმი დღეს მოქმედებს ისე როგორც ხედავთ – ატყვევებს ლევან ხაბეიშვილს და ცდილობს დაიჭიროს ყველა ის ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობაში რეჟიმთან.
ამიტომ, 4 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შანსი, გვაქვს შესაძლებლობა დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ხალხს”, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.
ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს