საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, კონკრეტული შეფასებებით, ერთმანეთთან აკავშირებს თბილისში ერეკლე მეფის ძეგლის გახსნასა და ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის დასკვნითი ღონისძიების ფორმატში აშშ სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ორგანიზებულ ტრანსატლანტიკურ ვახშამს, სადაც საქართველოს დელეგაცია არ იყო მიწვეული:
“ალბანეთი, სომხეთი, მონტენეგრო…, სხვათა შორის და იგნორირებული საქართველო!!!
ერეკლე ხმლით იცავდა საქართველოს და მსოფლიოს გააცნო… ესენი მიზანმიმართულად მუშაობენ ქვეყნის იზოლაციის მისაღწევად და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, ჩვენი მსოფლიო რუკიდან ამოსაშლელად.
და გვაბრუებენ ვითომცდა პატრიოტული ლოზუნგებით და ძეგლების აღმართვით!
4 ოქტომბერს ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი და დამოუკიდებლობა… კიდევ ერთხელ! რამდენჯერაც დაგვჭირდება!
მეფე ერეკლემ ეს დაგვიტოვა ანდერძად!” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.