კობა ხაბაზის მოლოდინები:
“4 ოქტომბერს უამრავი ადამიანი იქნება რუსთაველზე, აქ იქნება ყველა, ვისთვისაც სამშობლო ძვირფასია, ვისაც საქართველო რუსული ჭაობისთვის არ ემეტება, აქ იქნება ყველა, ვისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა.
ჯერ კიდევ 2 თვის წინ, როცა პაატა ბურჭულაძე ამ თარიღს აანონსებდა, ბევრი სკეპტიკურად იღიმებოდა, მაგრამ დღეს ყველა გრძნობს იმ მუხტს, რაც ამ თარიღს ახლავს, რა მუხტითაც ეთერია გაჯერებული, ყველა გრძნობს, რომ რუსულ ბნელეთზე გამარჯვება ახლოსაა“, – წერს კობა ხაბაზი ფეისბუქის პირად გვერდზე.