უწყვეტი საპროტესტო აქციის მე-300 დღეს, 2015 წელს თავისუფლების მოედანზე გამართული საპროტესტო აქცის ფოტოს გამოქვეყნებით, კონკრეტული ფაქტის შეხსენებით და ემოციური შეფასებებით ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანი ნადარეიშვილი:
“ზოგიერთისთვის ბრძოლის და პროტესტის 300 დღე გავიდა და ზოგისთვის 13 წელი.
მიყვარხართ და მახსოვხართ საქართველოს ყველა გულანთებული და მებრძოლი პატრიოტი, რომლებმაც არნახული რეპრესიები გაიარეთ და არცერთი წუთით არ დაგიხევიათ უკან და არ დაგიკარგავთ საქართველოს გამარჯვების იმედი.
ეს გამარჯვება ძალიან ახლოსაა, სულ რამდენიმე დღეში დასრულდება რუსული რეჟიმი! მიყვარხართ ჩემო ჩემებო! ❤️❤️❤️🇬🇪✊🏻✌🏻
#4ოქტომბერი 🇬🇪🇬🇪🇬🇪“, – წერს ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
ფოტო – აქცია თავისუფლების მოედანზე
2015 წელი