მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციასა და მასზე დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:
“მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის განახლება 56 მილიონი ლარი დაჯდა. ამ ფასად მსგავსი ფართობის მქონე 5 ახალი სკოლის აშენება იყო შესაძლებელი.
ეს ისტორიული შენობა, რომელიც რუსეთის მეფისნაცვლის რეზიდენცია იყო, თავისი დიდი ბაღით რუსთაველზე, სადაც 1918 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, შეიძლება ყოფილიყო რეგიონული მასშტაბის კულტურული ცენტრი, ტურისტულად მიმზიდველი და კომერციულად შემოსავლიანი. ის წრეები კი, რომლებიც მანდ არის განთავსებული, შეიძლებოდა ახალ, მათ საჭიროებაზე უკეთ მორგებულ ნაგებობაში გადასულიყო.
რეაბილიტაციაზე ფული რომ შეიჭამა, ამას რა მიხვედრა უნდა”, – აცხადებს რომან გოცირიძე.