პარასკევი, სექტემბერი 26, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს"...

“მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს” – კახა კალაძე

მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა და საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში, მომდევნო წლების განმავლობაში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიის მიერ დაწყებული ყველა პროექტი და პროგრამა აქტიურად გაგრძელდება, რაც დედაქალაქის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

მომდევნო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. შეუქცევადია ის პროცესები, რაც მიდის – პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ჩვენი ქალაქისთვის.

რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფერზე საუბარი, დღეს ჩვენ რომ მშვიდობა არ გვქონდეს ქვეყანაში. ეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის თემა არ არის. ყველაფერი კომპლექსურია, ერთმანეთზეა დამოკიდებული.

ის, რომ გვაქვს მშვიდობა და ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, რა თქმა უნდა, გვაძლევს შესაძლებლობას, ვისაუბროთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს – გზების, გამზირების რეაბილიტაციას, განახლებას; გავაგრძელებთ ახალი ბაღებისა და საფეხბურთო სკოლების მშენებლობას; მხარდაჭერას სტუდენტებისთვის; სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს.

ამ ყველაფერზე თამამად საუბრის შესაძლებლობას მაძლევს ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს. ეს ჩვენთვის, მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე, დედაქალაქისთვის და პირადად ჩემთვის, ძალიან დიდი ძალაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მმართველ გუნდს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე, წარმოუდგენელია, შეუძლებელია ამ მასშტაბის პროექტებზე საუბარი. მადლობა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, თითოეულ პარლამენტარს მხარდაჭერისთვის, რადგან რეფორმების, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების გარეშე წარმოუდგენელია, ჩვენი დედაქალაქი წარმატებული იყოს.

მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს. ძალიან დიდი პატივია, უდიდესი პასუხისმგებლობაა ეს ჩემთვის. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მომცა შესაძლებლობა, ვიყო თბილისელების სამსახურში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეჰ, რა ტყუილად წვალობს ირაკლი კობახიძე… გადაწყვეტილი აქვს ბიძინას მისი გაშვება…” – ირაკლი ნადირაძე

„ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ირაკლი კობახიძის გაშვება და პრემიერად...

“გამოხატვის თავისუფლების პრინციპი ყველგან საფრთხეშია, სადაც ის მეტ-ნაკლებად აღიარებული ყოფილა” – გია ნოდია

მსოფლიო მასშტაბით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მეტამორფოზაზე საუბრობს განათლების...

“ჩვენ ამომრჩეველს ვხვდებით, ისინი კი უცხოეთში თავიანთ პატრონებს ხვდებიან. ალბათ მითითებებს იღებენ, როგორ იმოქმედონ”...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ვაშინგტონში და...

“მართლა გულით გამეხარდა ალეკო კარტოზიას დანიშვნა გერმანიაში ელჩად” – ხათუნა ხოფერია

1998–2004 საქართველოს განათლების მინისტრის, გერმანიაში მცხოვრებ პროფესორ ალექსანდრე კარტოზიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არ ვარ მე მარტო და ამიტო ვიმარჯვებ✊❤️❤️” – ხათუნა სამნიძე

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, მძიმე დაავადების გამო, მკურნალობის...

“4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს ისტორიაში იქნება სინდისის, ნებისა და დამოუკიდებლობის...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე საინფორმაციო ომის სტრატეგიასა...

“ის, ვინც ამბობს, რომ დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში აპირებს…” – მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი თავის პოზიციას აფიქსირებს "ლელო ძლიერი საქართველოს" კონკრეტულ...

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...