წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნას ირონიული შეფასებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, თეონა აქუბარდია:
“დღის ანეგდოტია ამბავი იმაზე, რომ ირაკლი ბერაია ნატოში ელჩად დაინიშნა 🙂
ნატოში მას არაფერი საქმე არ ექნება, რადგან თავად წავიდა ნატოს წინააღმდეგ რუსული კანონზე ხელმოწერით, რაზეც ნატოს უარყოფითი არაერთი განცხადება და გაფრთხილება იყო.
ჰოდა ლუდს და ხამანწკებს მჯერა არ მოიკლებს ბიუჯეტის ხარჯზე, სანამ ივანიშვილის რეჟიმი იქნება“, – წერს თეონა აქუბარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.