ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გაეროს ტრიბუნაზე ყაველაშვილმა სულ რომ უშეცდომოდ, ლექსად წაიკითხოს...

“გაეროს ტრიბუნაზე ყაველაშვილმა სულ რომ უშეცდომოდ, ლექსად წაიკითხოს დაზეპირებული ტექსტი, ის და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მაინც რჩება არალეგიტიმურად” – შორენა ლობჟანიძე

მიხეილ ყაველაშვილის გაეროს საიუბილეო მე-80 ასამბლეაზე მონაწილეობას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, პოლიტიკური შეფასებებით და კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე:

ყაველაშვილის გაეროში ვიზიტზე სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედიებმა ცრუ ილუზია შეუქმნა მოსახლეობას, რომ რადგან არალეგიტიმური ხელისუფლების დასახელებული პრეზიდენტი ესწრება გაეროს საიუბილეო ასამბლეას, ეს ავტომატურად ნიშნავს მის საერთაშორისო აღიარებას, რაც ცალსახად სიცრუეა.

მოდით მივყვეთ ქრონოლოგიურად და ამ საკითხს ორი განზომილებით შევხედოთ: იურიდიულით და პრაქტიკულით.

იურიდიულ-პოლიტიკური თვალსაზრისით, ხელისუფლების ლეგიტიმაცია საერთაშორისო სამართალში დამოკიდებულია სახელმწიფოთა მიერ აღიარებაზე.

როდესაც არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, მას არ ცნობს ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი და არალეგიტიმურად მიჩნეული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დასანქცირებულები და შეყვანილები ,,მაგნიტსკის აქტში”, ასეთი ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე მოკლებულია ყოველგვარ იურიდიულ საფუძველს.

გაეროში თითოეულ დელეგაციას ამტკიცებს ,,უფლებამოსილების კომიტეტი” (Credentials Committee) და სწორედ აქ წყდება, უნდა დაუშვან თუ არა სხდომაზე იმ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე და ბევრი ქვეყანა არ ცნობს?!

უმეტესწილად ასეთ პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა გაეროს ტრიბუნიდან სიტყვით წარსდგეს. თუმცა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს მის ლეგიტიმაციას. ეს მხოლოდ და მხოლოდ გაეროს ტექნიკური გადაწყვეტილებაა, ხოლო სახელმწიფოთა ოფიციალური პოზიციები ძალაში რჩება.

პრაქტიკულ-პოლიტიკური თვალსაზრისი კი სხვაგვარ სურათი გვაქვს.
საერთაშორისო ურთიერთობებში მოქმედებს პრინციპი, რომ ზოგჯერ საჭიროა კომუნიკაცია იმ ძალასთან, რომელიც იმ მოცემულობისთვის აკონტროლებს ქვეყანას, თუნდაც არალეგიტიმური.

ასეთ დროს, თუნდაც ხელისუფლება არალეგიტიმურად მიიჩნეოდეს, გაერო იძულებულია დაუშვას მისი წარმომადგენლობა, რადგან საკუთარი თვალით, უშუალო შემხებლობაში ნახოთ თუ ვინ არის და რას წარმოადგენს.

გაეროში მყოფ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია განაცხადოს, რომ მათი ქვეყანა არ სცნობს საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, მაგრამ მზად არიან მოუსმინონ პრეზიდენტად დასახელებულ სუბიექტს, რათა ოდესმე (თუ საჭიროება მოითხოვს) არსებობდეს დიალოგის შესაძლებლობა და არა უმეტეს.

ასეთ ვითარებაში დასავლური ქვეყნები ხშირად ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების სიტყვით გამოსვლა არ ნიშნავს აღიარებას.
მათ შეიძლება უბრალოდ მოუსმინონ, მაგრამ არ შეაფასონ როგორც კანონიერი ლიდერის პოზიცია და არც ორმხრივი ოფიციალური შეხვედრები გამართონ.
ამრიგად, გაეროს ტრიბუნაზე საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლის – მიხეილ ყაველაშვილის გამოჩენა სრულებით არ არის იურიდიული აღიარება, არამედ არის საერთაშორისო რეალობის პრაქტიკული გამოხატულება.

გაეროს წევრი სახელმწიფოების მსგავსი ნაბიჯი ყოველთვის იდგმევა ერთადერთი მოტივით, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების მქონე ქვეყანა არ მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში.

ასე, რომ გაეროს ტრიბუნაზე ყაველაშვილმა სულ რომ უშეცდომოდ, ლექსად წაიკითხოს დაზეპირებული ტექსტი, ის და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მაინც რჩება არალეგიტიმურად.

4 ოქტომბერს არალეგიტიმური ხელისუფლების დასასრულია“, – აცხადებს შორენა ლობჟანიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“ის ხალხი, ვინც ამის თქმის გამო ლამის დახვრეტას მიპირებდა, დღეს თავად ამბობენ იგივეს” –...

ანალიტიკოსი, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია რუსთაველის გამზირის გადაკეტვასთან...

“ერთი გაუნათლებელი, უვიცი ჭორვილელი ხიხო ანადგურებს საქართველოს ისე, რომ იმ შახებს და აბასებს არც...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მწვავე შეფასებებს...

“თუ მაგრები ხართ, აბა, ხაზარაძე-ჯაფარიძეს შეუგროვეთ თითო მილიონი” – ბონდო მძინარაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ თითო მილიონი ლარის გირაო დაუწესა "ლელო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...