“შალვა პაპუაშვილმა მორიგი პოსტი დაწერა და თავისდა უნებურად (შეიძლება შეგნებულადაც) არჩევნებში მონაწილე პარტიები მათი საქმის გაკეთებაში ამხილა. ის წერს, რომ ბევრი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ახალი გეგმა არსებობდა, რომ ადგილობრივი არჩევნები არ შემდგარიყო, მაგრამ ეს გეგმაც იშლება იმიტომ, რომ ორი პარტია არჩევნებში მონაწილეობსო.
აგერ ციტატაც:
“არჩევნების ჩაშლის გეგმა ჩაიშალა. საბოტაჟის მიუხედავად, არჩევნები დროულად ტარდება. ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ორი, რომლებმაც 2024 წელს საარჩევნო ბარიერი გადალახეს, არჩევნებში მონაწილეობს, თუმცა რაიმე გამარჯვების მოპოვების შანსი არ აქვთ. „ქართული ოცნება“ არჩევნებში აბსოლუტური გამარჯვებისთვის ემზადება“.
ანუ ჩვენი საქმე გააკეთეს, არჩევნები გაგვიპრავეს, მაგრამ გამარჯვება არაა მათი საქმე, ყველგან ჩვენ გავიმრჯვებთ, მათი საქმე უბრალოდ მონაწილეობააო.
ასეთ ვითარებაში თავი რატომ უნდა ჩაიგდო?🙁” – – აღნიშნავს მერაბ მეტრეველი.