ყოფილი ძალოვნების მიმართვას მოქმედი კოლეგების მიმართავენ, რომ არ აღმართონ ხელი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულონ უკანონო დავალებები – ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილი:
“4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის. ადამიანები როგორც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა რაიონებში, ქალაქებში, ასევე ქვეყნის გარეთაც მიმართვები ვრცელდება ემიგრანტების, რომ ისინი აპირებენ ჩამოსვლას 4 ოქტომბერს 4 საათზე რუსთაველზე დასადგომად და ასევე გავრცელდა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართვა ყოფილი ძალოვნების, მათ მოქმედ კოლეგებს მიმართავენ, რომ არ აღმართონ ხელი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულონ უკანონო დავალებები და 4 ოქტომბრის მიმართ.
ეს დამოკიდებულება გააჩინა სწორედ იმან, რომ 13 წლის მანძილზე პირველად აღიარა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან მარცხი და მათ შორის ლევან ხაბეიშვილის, რომელიც დაატყვევა ივანიშვილმა სწორედ ამ ძალოვნების შიშით, რომლებსაც ლევან ხაბეიშვილი 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით ჰპირდებოდა ყველა იმ გდდ-ს თანამშრომელს, რომელიც არ შეასრულებდა უკანონო დავალებებს და ეს ყველაფერი არის ძალაში.
დიახ, 200 ათასი დოლარი ჯილდო ყველა იმ ძალოვანს, რომელიც არ აღმართავს ხელს ქართველ ხალხზე, დიახ, ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიანად დავამხოთ რეჟიმი და დიახ, ივანიშვილი 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიიღებს მშვიდობიან რევოლუციას”, – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.
ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს