“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავის პოზიციას აფიქსირებს 4 ოქტომბრის არჩევნებთან მიმართებაში და კონკრეტული მომენტების შეხსენებას ახდენს სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით:
“ქუთაისში ვარ რეგისტრირებული, ყველა არჩევნებზე მთელი ოჯახი მივდივართ და პატიოსნად ვიხდით მოქალაქეობრივ ვალს!
წელს პირველი არჩევნებია არსად არ ვჩქარობ, არ მივდივარ არჩევნებზე! სალომე სამადაშვილს თუ დავუჯერებ, ამით ბიძინას ვეხმარები!
მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა ქალმა,ენმ-ს სახელით და თან პარტია დატოვა!
ეს რატომ უნდა მიკითხავდეს მე მორალს?!” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
ინფორმაციისთვის: სალომე სამადაშვილის პოზიცია – “ყველა, ვინც არ მივა თვითმმართველობის არჩევნებზე, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს“.