პარასკევი, სექტემბერი 26, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს შედეგი დადგა კახა კალაძის მიერ გაფორმებული კორუფციული...

“ეს შედეგი დადგა კახა კალაძის მიერ გაფორმებული კორუფციული და დანაშაულებრივი ხელშეკრულების გამო” – რომან გოცირიძე

საერთაშორისო არბიტრაჟში დავების წაგების შემდეგ საქართველოსთვის დაკისრებული ათეულობით მილიონი აშშ დოლარის გადახდას, სოციალურ ქსელში, მძიმე შეფასებები, განმარტებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

ფინანსთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში წაგების შემდეგ რუსულ კომპანია “ინტერრაოს” (რომელიც ფლობს “თელასს” და ხრამის სადგურებს) გადაუხდის 94 მილიონ დოლარს. აპირებენ თხოვნას, რომ მისი დაფარვა ერთბაშად არ მოხდეს და ნაწილ-ნაწილ დაიფაროს.

ეს შედეგი დადგა კახა კალაძის მიერ გაფორმებული კორუფციული და დანაშაულებრივი ხელშეკრულების გამო.

არავის შერჩება 250 მილიონი ლარის დაკარგვა, რომელიც უამრავ კეთილ საქმეს შეიძლებოდა რომ მოხმარებოდა.

მალე წამოგვეწევა ნამახვანის წაგებული საქმიდან თურქული კომპანიისათვის 450 მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულება. ეს უკვე 1,2 მილიარდი ლარია, რაც საქართველოს ჯანდაცვის წლიური ბიუჯეტის ნახევარზე მეტია.

ამ რუსული ხელისუფლების დანაშაულობებს საზღვარი არა აქვს. მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნისათვის უდიდესი რისკია“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“4 ოქტომბერს, რომელიც გამარჯვების დღეა, უპრეცედენტოდ ბევრნი უნდა ვიყოთ” – ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური...

“არასამთავრობოებმა უნდა გაასაჯაროონ მათი ფინანსები ანუ უნდა მოხდინონ თანხების დეკლარირება” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“გამოხატვის თავისუფლების პრინციპი ყველგან საფრთხეშია, სადაც ის მეტ-ნაკლებად აღიარებული ყოფილა” – გია ნოდია

მსოფლიო მასშტაბით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მეტამორფოზაზე საუბრობს განათლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არ ვარ მე მარტო და ამიტო ვიმარჯვებ✊❤️❤️” – ხათუნა სამნიძე

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, მძიმე დაავადების გამო, მკურნალობის...

“4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს ისტორიაში იქნება სინდისის, ნებისა და დამოუკიდებლობის...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე საინფორმაციო ომის სტრატეგიასა...

“ის, ვინც ამბობს, რომ დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში აპირებს…” – მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი თავის პოზიციას აფიქსირებს "ლელო ძლიერი საქართველოს" კონკრეტულ...

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...