19 სექტემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 20 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში.
სექტემბერი, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის მეტ-ნაკლები სტაბილურობით დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში სახეზეა სერიოზული გაუფასურების დინამიკა.
აშშ დოლართან მიმართებაში მრავალკვირიანი სტაბილური გამყარების პერიოდი აგვისტოს შუა თვეში დასრულდა და სახეზე იყო სერიოზული რყევები, თუმცა შემდეგ მეტნაკლები სტაბილურობისა და გამყარების ნიშნები გამოიკვეთა, რაც მცირე რყევებით სექტემბერშიც გაგრძელდა, ბოლო პერიოდში კი სახეზეა სერიოზული გაუფასურების დინამიკა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
16 სექტემბერი – 2.7051;
17 სექტემბერი – 2.7080;
18 სექტემბერი – 2.7143;
19 სექტემბერი – 2.7356.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0049 ლარით და 1 აშშ დოლარი 20 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.7405 ლარი ეღირება.
ბოლო პერიოდში ლარის კურსის ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
16 სექტემბერი – 3.1798;
17 სექტემბერი – 3.1979;
18 სექტემბერი – 3.2143;
19 სექტემბერი – 3.2376.
რამდენიმე დღიანი გაუფასურების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.0142 ლარით და 20 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.2234 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, მეტნაკლებად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, ლარის ცვალებადი კურსით და სერიოზული რყევებითაც ვაჭრობაზე კი ლარი გაუფასურდა უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. კერძოდ, განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 20 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7010 ლარი (გამყარდა 0.0328 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0662 ლარი (უცვლელად დარჩა);
10 უკრაინული გრივნა – 0.6635 (გაუფასურდა 0.0005 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6115 ლარი (გაუფასურდა 0.0029 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1535 ლარი (გაუფასურდა 0.0129 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4476 ლარი (გამყარდა 0.0227 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8525 ლარი (გაუფასურდა 0.0027 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1107 ლარი (გაუფასურდა 0.0067 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.2149 ლარი (გაუფასურდა 0.0350 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8521 ლარი (გამყარდა 0.0054 ლარით).
სექტემბრის პირველ ნახევარში სახეზე იყო ლარის დასტაბილურება რუსულ რუბლთან მიმართებაშიც და გარკვეული პერიოდი გამყარდა, თუმცა შუა თვეში ჯერ გაუფასურდა მერე დასტაბილურდა. ხოლო, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
16 სექტემბერი – 3.2840;
17 სექტემბერი – 3.2706;
18 სექტემბერი – 3.2694;
19 სექტემბერი – 3.2938.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0154 ლარით და 20 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.2784 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

