კვირა, სექტემბერი 21, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი,...

“მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი, გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში” – ბიძინა ივანიშვილი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი, გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ.

მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროების შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს.

მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის.

მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აიწევს:

მოხარული ვარ, რომ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები და მაქვს პატივი, პირადად მიწევს თქვენთან შეხვედრა.

როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ 6 მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში, რომელიც სტარტს უახლოეს დღეებში აიღებს.

ასევე გამოვხატავ მზადყოფნას, დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დავეხმარო თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში.

ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისათვის, ამიტომ გამოვხატავ მზაობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში, რაც უაღრესად საინტერესოა პირადად ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ გულთბილი მასპინძლობისთვის“, – განაცხადა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსმა ოლიგარქმა ლევან ხაბეიშვილი ციხეში ჩასვა მართალი სიტყვის გამო” – ირაკლი ნადირაძე

“რუსმა ოლიგარქმა ბორია ივანიშვილმა ლევან ხაბეიშვილს აუკრძალა ყველანაირი კომუნიკაცია...

“პოლიტიკაში არ არის ისეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ და აგენტები...

„ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის განცხადება, როცა თეთრზე ამტკიცებენ რომ შავია,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“🔴 📢 ივანიშვილის მორიგი თამაში: „მესამე ძალა“ ანუ ვა-ბანკზე წასული ოლიგარქი ‼️” – შორენა...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“ივანიშვილმა აღიარა მარცხი‼️ ”პიჟონმა” მამუკა მდინარაძემ და სვეტლანა კობახიძემ აღასრულეს ჟანდარმერიის ხელით‼️” – ლევან...

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის პირველი პოლიტიკური...

“რამე ახალი მაინც დაანონსეთ, თორემ ისევ ნაცების აღორძინება შეგეტენებეთ🤣” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციობალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა კონკრეტულ ფაქტებს...

“… ასე ბრძანა ბერლინს თავშეფარებულმა რუსული წარმოების გა*დონმა და თითიც დაიქნია ჭკუით იყავითო” –...

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი, გერმანიაში მყოფ გიორგი გახარიას, მწვავე შეფასებებით...