სამშაბათი, აპრილი 23, 2024

ბატონი იმნაძე სრულიად სამარცხვინო პერსონაა, “ქართული ოცნების” მორიგი ტროლი – ნიკა გვარამია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ბრიფინგს ეხმიანება ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, მთავარი ეპიდემოლოგის კონკრეტული მოსაზრების ციტირებას ახდენს და ძალზე მწვავე პოზიციას აფიქსირებს მისი მისამართით:

ენის მოჩლექას თუ შევეშვებით და პირდაპირ ვიტყვით სიმართლეს, ამ ტექსტის ავტორი ბატონი იმნაძე სრულიად სამარცხვინო პერსონაა. ქართული ოცნების მორიგი ტროლი, არაფრით განსხვავებული მაგალითად კობახიძისგან.

“ჩვენ რომ ტესტები ვაკეთოთ ავადმყოფებს ვერ დაიტევენ საავადმყოფოები. პნევნომიან ხალხს ვერ დაიტევენ საავადმყოფოები” – პაატა იმნაძე.

და აგრძელებს: ბოდიში თუ იმედები გაგიცრუვეთ, რომ ფართომასშტაბიანი ეპიდემია არ არისო“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული