ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი ცდილობს ისევ მძევლად აყვანილი ქვეყნით ივაჭროს და...

“ივანიშვილი ცდილობს ისევ მძევლად აყვანილი ქვეყნით ივაჭროს და ვისაც რა შეუძლია უნდა გააკეთოს ამის წინააღმდეგ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სკანდალურ ინფორმაცია:

რახან უკვე ითქვა, მეც ვიტყვი: ჩემი წყაროების ინფორმაციითაც სამი მსხვილი ბიზნესმენი დაძრწის შტატებში და ირწმუნება, რომ არ დაასანქცირონ ივანიშვილი, რადგან ამით საქართველოს ეკონომიკას დიდი დარტყმა მიადგება, ვინაიდან ივანიშვილის ქონება საქართველოს მშპ-ს მესამედია.

ჯერჯერობით არ მაქვს მათი ვინაობის დასახელების უფლება, მაგრამ მინდა გავაფრთხილო: ყველა დანაშაულზე, რასაც რეჟიმი ჩაიდენს ამის შემდეგ პირადი პასუხისმგებლობა გეკისრებათ. არ იფიქროთ, რომ რამე იმალება. სიტყვასიტყვით გასაჯაროვდება თქვენი ბოდვები და მავნებლობა არცთუ ძალიან გვიან.

ამ ე.წ. ბიზნესმენების ერთადერთი მოტივია სტატუსქვო შეინარჩუნონ, რუსული რუბლების გრიალით და საქართველოს რუსეთში შეტენვით მილიარდიანი მოგებები მიიღონ.

და რაც მთავარია, ეს ე.წ. ბიზნესმენები ატყუებენ იქ ხალხს: არავითარი მშპ–ს მესამედი ივანიშვილის ქონება არ არის. არავითარი მონაწილეობა მის ფულს საქართველოს ეკონომიკაში არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, დადებითი.

ივანიშვილი კანონებსაც კი ცვლის იმისთვის, რომ მილიონობით გადასახადები არ გადაიხადოს და ა.შ. არგუმენტი უამრავია და ძალიან მარტივია იმის დამტკიცება, რომ ივანიშვილის დესპანები ტყუიან. აქ კითხვაა: რას აკეთებს ოპოზიცია? მარტო ჯო ვილსონთან ფოტოს გადაღება ვაშინგტონში არ არის საკმარისი. ყველამ, ვისაც ეკონომიკაში კომპეტენცია და დასავლეთში კავშირები აქვს, უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ივანიშვილის მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ვერ შედგეს.

ივანიშვილი ცდილობს ისევ მძევლად აყვანილი ქვეყნით ივაჭროს და ვისაც რა შეუძლია უნდა გააკეთოს ამის წინააღმდეგ. სხვა დეტალებს არ ვიტყვი, მაგალითად რა მესიჯებით დადიან კიდევ ვაშინგტონში ივანიშვილის მსტოვრები, თორემ თავად ქოცები გაპუტავენ😅სიურპრიზად იყოს მათთვის“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით...

“შიშის და უიმედობის დათესვის მიზნით, ამავდროულად კი რუსეთის საამებლად,...

“თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტიულებო, ჩემზე მეტად გიყვართ და გტკივათ???” – ლიკა გამრეკელი

ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ლიკა გამრეკელი,...

“ივანიშვილი არც უძლეველია და არც ყოვლისშემძლე. დაყო და ბატონობს!!!” – თათია ნიკოლაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში...

“ჩვენ გონზე არ ვართ, რა ბნელი და ადამიანის მოძულე თანამოქალაქეების გარემოში ვცხოვრობთ” – გოჩა...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება: "ჩვენ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...