spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ოფიციალურად შევიტანე სარჩელი სასამართლოში შვიდი მედიასაშუალების, მათ შორის...

“ოფიციალურად შევიტანე სარჩელი სასამართლოში შვიდი მედიასაშუალების, მათ შორის ტვ “იმედის” წინააღმდეგ” – ია ფარულავა

ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი ია ფარულავა, საკუთარი პატივის, ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის დაცვის მიზნით 7 ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივის:

ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო,
დღეს მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მივიღე. როგორც იცით, 21 აგვისტოს რამდენიმე მედიასაშუალებამ, წინასწარ დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში, გაავრცელა ჩემს შესახებ სრულიად მცდარი და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, თითქოს მე „ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი“ ვარ.

მე ნამდვილად ვიყავი ორი მშვიდობიანი და არაძალადობრივი დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი 2025 წლის 22 მარტს და 4 ივლისს, სადაც მოქალაქეებმა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავაპროტესტეთ. ამის „ძალადობრივად“ მონათვლა არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელიც ჩემი სახელის გატეხვას და რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად.

დუმილი და უყურადღებოდ დატოვება ამ შემთხვევაში დანაშაულის ტოლფასია. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს – მას შეუძლია შენებაც და ნგრევაც. ამიტომ, ჩემი პატივის, ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის დასაცავად, დღეს ოფიციალურად შევიტანე სარჩელი სასამართლოში შვიდი მედიასაშუალების, მათ შორის ტვ “იმედის” წინააღმდეგ.

ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ ჩემი პირადი სახელისთვის. ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ და იმის დასამტკიცებლად, რომ ცილისწამება დაუშვებელია.

მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის!❤️” – წერს ია ფარულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...