ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"თბილისობა" 20-21 სექტემბერს გაიმართება - ღონისძიებების პროგრამა (დეტალური)

“თბილისობა” 20-21 სექტემბერს გაიმართება – ღონისძიებების პროგრამა (დეტალური)

დედაქალაქი სახალხო დღესასწაულ „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება, სადაც ყველა ასაკის მოქალაქის გემოვნება იქნება გათვალისწინებული.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წელს „თბილისობა“ 20-21 სექტებერს გაიმართება, ღონისძიების მთავარი ლოკაციები კი რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება.

რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მოსულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები. ორივე ლოკაციაზე მოეწყობა ღია კინოთეატრი, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. დღის განმავლობაში, ასევე, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები. გარდა ამისა, რიყის პარკში საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დაგხვდებათ, ხოლო აბანოთუბანში წარმოდგენილი იქნება გამოფენა-გაყიდვა – „თბილისური მრავალფეროვნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, „თბილისობის“ ერთ-ერთი გამორჩეული საღამო – თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე 2025 წლის „თბილისობა“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდება.

მინდა, დაგპატიჟოთ ყველა – დიდი თუ პატარა ამ ლამაზი დღეების აღსანიშნავად. ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. გელოდებით, ერთად ჩავერთოთ სახალხო ზეიმის ფერხულში და ერთად ვეზიაროთ თბილისურ მრავალფეროვნებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს და 20-21 სექტემბერს, დედაქალაქის მთავარ დღესასწაულზე, თბილისის მერია მრავალფეროვან პროგრამას გთავაზობთ:

ორბელიანის მოედანი
20-21 სექტემბერი
12:00-22:00
∙ ღია კინოთეატრი
∙ შემოდგომის ნუგბარი
∙ ყველის და ღვინის კუთხე
∙ ქალ მეწარმეთა ასოციაცია
∙ კაფე „ლაღიძის წყლები”
∙ სამეწარმეო მარკეტი
∙ თემატური ფოტოზონები
∙ ტკბილეულის სივრცე
∙ კვების ზონა
∙ საბავშვო კონცერტები
∙ საბავშვო/გასართობი აქტივობები
∙ თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები
∙ საღამოს კონცერტები
∙ ელექტრონული მუსიკა

ორბელიანის მოედნის მუსიკალური პროგრამა
20 სექტემბერი – იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)
∙ 12:00 – ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა
∙ 13:00 – ნუკრი კაპანაძის სტუდია
∙ 14:00 – „მეკო სტუდიის“ კონცერტი
∙ 15:00 – „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი

20 სექტემბერი – გიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)
∙ 14:00 – თბილისის ბიგ-ბენდის კონცერტი
∙ 20:00 – თეატრალიზებული წარმოდგენა “თეატრალური თბილისი“
20 სექტემბერი – ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ელექტრონული მუსიკის სთეიჯი
∙ 16:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – KERESELIDZE
∙ 19:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – MACHAIDZE
21 სექტემბერი – იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)
∙ 12:00 – „Sunny Studio”- ს კონცერტი
∙ 13:00 – „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი
∙ 14:00 – ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი
∙ 15:00 – სტუდია „ნუცას სკოლის“ კონცერტი
∙ 16:00 – ინგას და გიგის საბავშვო მუსიკალური სტუდია

21 სექტემბერი – გიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)
∙ 20:00 – საათი – ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი
21 სექტემბერი – ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ელექტრონული მუსიკის სთეიჯი
∙ 16:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – MACHAIDZE
∙ 19:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – KERESELIDZE

აბანოთუბანი
20 და 21 სექტემბერი
∙ 12:00 – გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისური მრავალფეროვნება“
რიყის პარკი
20 და 21 სექტემბერი
12:00 – 22:00
∙ გასტრონომიული ფესტივალი
∙ სამეწარმეო მარკეტი
∙ ტკბილეულის ფესტივალი
∙ ღვინის და ყველის სივრცე
∙ ლუდის ზონა
∙ დეკორატიული თაღი და ხეივანი
∙ ატრაქციონები
∙ ღია კინოთეატრი
∙ თემატური დეკორაციები, ინსტალაციები და ფოტოზონები
∙ თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები
∙ ზღაპრის გმირების მსვლელობა
∙ სხვადასხვა საბავშვო – გასართობი აქტივობები
∙ სპორტული აქტივობები: ქართული ჭიდაობა, კრიობა, ნარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი გოლფი.
∙ საბავშვო კონცერტები
∙ საღამოს კონცერტები

რიყის პარკის მუსიკალური პროგრამა
20 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები
∙ 12:00 – „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი
∙ 13:00 – სტუდია „ნუცას სკოლას“ კონცერტი
∙ 14:00 – ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი
∙ 15:00 – „ანა-ბანას“ სტუდიის კონცერტი
20 სექტემბერი
18:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
21 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები
12:00 – ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა
∙ 13:00 – ანსამბლ „სი მი“-ს კონცერტი
∙ 14:00 – „ქენდი სტუდიოს“ კონცერტი
∙ 15:00 – „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი

21 სექტემბერი
∙ 18:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
21 სექტემბერი – ევროპის მოედანი
∙ 20:00 – საზეიმო გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“

დედაქალაქის მერია გილოცავთ თბილისობას!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ერთი გაუნათლებელი, უვიცი ჭორვილელი ხიხო ანადგურებს საქართველოს ისე, რომ იმ შახებს და აბასებს არც...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მწვავე შეფასებებს...

“ბრძოლაც გაგრძელდება, სანქციებიც და გამარჯვებაც დადგება” – მარიკა არევაძე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, უფლებადამცველი მარიკა არევაძე პოლიტიკური ბრძოლის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...