,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში, პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ლევან ხაბეიშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მნიშვნელობაზე საუბრობს:
,,თითქოს ყველა ელოდა უფრო მძიმე მომენტს, უფრო მძიმე საქმეს… დარწმუნებული ვართ, თქვენც კი გაოცებული და გაოგნებულები ხართ. აღარ ვიძახი რა რეაქცია იქნება ქვეყნის გარეთა ამ სამარცხვინო და სასაცილო ბრალდებაზე.
ლევან ხაბეიშვილი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ებრძოდა კორუფციას და ეს იყო ნომერ პირველი კორუფციასთან მებრძოლი ადამიანი და ეს ჩვენმა მოქალაქებმა ძალიან კარგად იციან, რომ არაერთი გახმაურებული სკანდალი გამსკდარა სწორედ ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციის და მხილების საფუძველზე – აკავებენ თურმე კორუფციის ბრალდებით იმიტომ, რომ მაღალჩინოსან შავრაზმელებს და მილიციელებს ჰპირდებოდა 200 000 დოლარს, მხოლოდ იმის გამო, რომ არ შეესრულებინათ უკანონო დავალება, რომელსაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა გასცემდა, არ დაერბიათ მშვიდობიანი დემონსტრანტები, არ დაესახიჩრებინათ და თვალები არ დაეთხარათ, ციხეებში არ დაელპოთ.
ამის გამო დაიჭირეს დღეს ლევანიც. ხო 200 000 დოლარს სთავაზობდა, ჩვენ ვთავაზობთ ახლა 400 ათას დოლარს. პირადად მეც ვთავაზობ როგორ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი. დაგვიჭირონ ახლა ჩვენც მოგცენ ორმაგი. არავის არ ეშინია ყველა, რომ დაგვიჭირონ ყველა პოლიტიკოსი ან ის, ვინც პოლიტიკოსობას იბრალებს – ქართველ ერს ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის განაჩენი გამოტანილი აქვს, 4 ოქტომბერს ეს რუსები აუცილებლად დამთავრებიან“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი