spot_img
მთავარიIV ხელისუფლება2025 წლის II კვარტალში ტელევიზიების ტოპ დამფინანსებლების ათეული

2025 წლის II კვარტალში ტელევიზიების ტოპ დამფინანსებლების ათეული

2025 წლის II კვარტალში, ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 15.6 მილიონი ლარი მიიღეს. ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „პოსტვ“-ის, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტს უხდიდნენ.

„ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთი კომპანიები, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებელს 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე თანხას უხდიდნენ იყვნენ: „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „დიპლომატ ჯორჯია“, “პსპ ფარმა”, „ლაქტალის ჯორჯია“, „ავერსი ფარმა“, „ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“, “ვიმ ბილ დან საქართველო”, „აიდიეს ბორჯომი თბილისი”, „ნესტლე საქართველო” და „ქართული ლუდის კომპანია”.

„რუსთავი 2“-ს (მედია ჰოლდინგი) რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” გადაუხადა, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე თანხის რეკლამა ტელევიზიას შემდეგმა კომპანიებმა დაუკვეთეს: „ლაქტალის ჯორჯია“, „პსპ ფარმა“, „ავერსი ფარმა“, „აიდიეს ბორჯომი თბილისი”, „ვიმ ბილ დან საქართველო“, “PG Tüketim Mallari Sanayi AŞ”, „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“, „თიბისი ბანკი“ და „ნესტლე საქართველო”.

„პოსტვ“-ის 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში „შპს ბუმბა“, „შპს ჯეოკეპ“, „შპს ბუნებრივი აირი“, „სტერეო+“ და „ტიფლის ფაბ“ უხდიდნენ, 50 000-დან 100 000 ლარამდე რეკლამა კი კომპანიებმა: „ქართული რძის პროდუქტები“, „შპს ბუნება“, „შპს სოლუშენ გრუპ“, „სეტი+” და „არქი პრომოუშენ” იყიდეს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ შემთხვევაში, კომპანიები, რომლებიც ტელევიზიას რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე უხდიდნენ „თიბისი ბანკი“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „პსპ ფარმა“, შპს „გეოპლანტი” და „ვაზისუბნის მამული” წარმოადგენდნენ. მაუწყებელს 50 000-დან 100 000 ლარამდე რეკლამა შპს „მერკადომ” დაუკვეთა. ხოლო 7 000-დან 50 000 ლარამდე „ფორმულას“ „თეგეტა მოტორსი“, „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული, „თ და კ რესტორნები” და „ლაქტალის ჯორჯია“ უხდიდნენ.

რაც შეეხება „ტელეკომპანია პირველს“, მაუწყებელს 2025 წლის II კვარტალში 100 000-დან 500 000-ლარამდე „შპს მერკადო“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „პსპ ფარმა“ უხდიდნენ. რეკლამაში 50 000-დან 100 000-მდე ლარის ფარგლებში დახარჯეს „შპს გეოპლანტმა”, „თიბისი ბანკმა”, „სან პეტროლეუმ ჯორჯიამ“ და „ვაზისუბნის მამულმა“, ხოლო ტელეკომპანიის სარეკლამო დროს 7 000-დან 50 000 ლარის ფარგლებში „შპს პირველი მეღვინეობა“, „მოდუსი“ და „ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“ ყიდულობდნენ.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს არ არის ჩვენი არჩევანი – ეს არის იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის”...

ტელეკომპანია „თრიალეთი“, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს: "ხელისუფლების...

2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ექსპორტირებულია 7 ათასი ტონა, 73.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით: 2026 წლის იანვარი-ივნისის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...